ნინო დარბაისელი
პოეზიის დედოფალი და ჭყინტი ყველი
(ლიტჭორებიდან) - - ანა კალანდაძე რომ უაღრესად მოკრძალებული ადამიანი იყო, ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილია. არსებობდა ერთი არცთუ ცუდი პოეტი ქალი, რომელიც წლების მანძილზე მისი სახელით სარგებლობდა კომუნისტების დროს და რაც არ იშოვებოდა, საწყობებიდან გამოჰქონდა, თანაც უფასოდ. მთელი ოჯახი ჰყავდა ჩართული ამ კეთილშობილურ საქმეში. დიახ, იყო დრო, როცა თვით ვაჭრებიც კი ასე დიდად აფასებდენ დიდ პოეტებს. (ანას, ცხადია, ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა) ერთხელაც, საახალწლოდ, ყველაფერს ცეცხლი რომ ეკიდა, გოთუას ქუჩაზე, ანას კარზე ზარია და დიდი ჩანთებით დატვირთული კაცი დგას. მაშინ ასე არ იყო, უცნობებს კარს რომ აღარ ვუღებთ ჰოდა, ანამაც კარი შეხსნა და კაცი ეუბნება: - დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, ქალბატონო ანა, ჩემმა უფროსმა, დიდუბის ყველის ქარხნის დირექტორმა გამომატანა ეს ათი კილო ჭყინტი ყველი თქვენთან. ძალიან შეწუხდა, თქვენი შვილი უარით რომ გამოისტუმრა გუშინ. ამდენი წელია, თქვენი ყველი ამ დროისთვის მუდამ ცალკე აქვს ხოლმე მისთვის გადადებული და ამჯერად რაღაც შეფერხება გვქონდა. ანა დაბნეულობას მოერია და კაცს უთხრა, რომ იმ ყველთან მას არაფერი ჰქონდა საერთო და რაღაც გაუგებრობა ხდებოდა. ყველი, ცხადია, არ დაიტოვა და შინ შევიდა. ამის მერე მოხდა, რაც მოხდა! გადის ასე, 15 წუთი და ისევ ზარია ანას კარზე. ანა აღებს და იმ პოეტის ქალიშვილი დგას, სუნთქვაამოვარდნილი. დაბლა, კიბეებზე ძმა ელოდება: - ანა დეიდა, ჩვენი ყველის წასაღებად მოვედით, დედაჩემმა გამომაგზავნა, ქარხანაში გვითხრეს, ანასთან სახლში გავატანეთ მძღოლსო. ანამ ძალიან მშვიდად უპასუხა, რომ არავითარი ყველი მას არ ჰქონდა, რომ ვიღაცას რაღაც შეეშალა.... ამ სიტყვებზე კი ბოლო ხმაზე აკივლდა გოგო: - ვაიმე, როგორ! აქ მოტანილი ჩვენი ყველი უკან გაატანეთ? არ მჯერა!... შემომიშვით, სახლი უნდა ვნახო! ძლივს შეასწრო ანამ შინ და კარი ჩაიკეტა! მეზობლებს კი დიდხანს ესმოდათ მის კარზე ბრახუნის ხმა, რომელსაც გოგოს გამწარებული ყვირილი ერთვოდა. როგორი ამბავია, საახალწლოდ ათ კილო მუქთა ყველს რომ დაკარგავ და მომავლის პერსპექტივაც იმიერიდან მრავალ უჭყინტიყველო ახალ წელს უქადის თქვენს ღვთივკურთხეულ ოჯახს! კიდევ კარგი, პოეზიის დედოფალმა არ იცოდა, რომ დუბლიონკაც, იმ გოგოს რომ ეცვა, მისი სახელით იყო გამოტანილი საქარხნო რაიონის ერთი საწყობიდან. ვამბობ, რა! არაფერსაც არ იტყოდა... შეიხურავდა თავისი პატარა ბინის კარს და ახალ ღვთაებრივს დაწერდა რასმე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა! ჯონათან. ვიცი. ეს რუბრიკის საერთო სახელწოდებაა, ფეისბუქზე ვდებ ხოლმე პატარა ოპუსებს. როგორც წესი, რასაც ვყვები, ყველაფერი მართლა მოხდა და ხშირად მოწმეც ვიყავი, ან უშუალოდ, პირველწყაროდან ვიცი, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას ახლობელი ან მტერია და რუბრიკის ამ სათაურით ასე ვთქვათ, ერთ მხარეს კარს ღიად ვტოვებ, (მათთვისაც, ჩემთვისაც). რაც შეეხება კონკრეტულად ამ ამბავს, ორივე მხრიდან - პირველწყაროდან ვიცი, ორი განსხვავებული ხედვის კუთხით, ამ კუთხეებიდან - ქალბატონი ანასი - მართალია, მეორე მხარისა - შესაბამისად, ... არაა მართალი, ...ნაზად რომ ვთქვათ, მომხდარის მეტად თავისუფალი ინტერპრეტაციაა. მადლობა! ჯონათან. ვიცი. ეს რუბრიკის საერთო სახელწოდებაა, ფეისბუქზე ვდებ ხოლმე პატარა ოპუსებს. როგორც წესი, რასაც ვყვები, ყველაფერი მართლა მოხდა და ხშირად მოწმეც ვიყავი, ან უშუალოდ, პირველწყაროდან ვიცი, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა ყველას ახლობელი ან მტერია და რუბრიკის ამ სათაურით ასე ვთქვათ, ერთ მხარეს კარს ღიად ვტოვებ, (მათთვისაც, ჩემთვისაც). რაც შეეხება კონკრეტულად ამ ამბავს, ორივე მხრიდან - პირველწყაროდან ვიცი, ორი განსხვავებული ხედვის კუთხით, ამ კუთხეებიდან - ქალბატონი ანასი - მართალია, მეორე მხარისა - შესაბამისად, ... არაა მართალი, ...ნაზად რომ ვთქვათ, მომხდარის მეტად თავისუფალი ინტერპრეტაციაა.
1. ყაყაჩოს ღვინოსთან იქნებოდა კარგი ის ჭყინტი ყველი :)
კიდევ ბევრი ლიტჭორი გეცოდინებათ თქვენ...
ყაყაჩოს ღვინოსთან იქნებოდა კარგი ის ჭყინტი ყველი :)
კიდევ ბევრი ლიტჭორი გეცოდინებათ თქვენ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|