ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კვიტატიანი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2020


covid პოეზია - უნდობლობა

შენ დუმხარ, რადგან გეეჭვება ჩემი განზრახვის.
მე გდარდობ, რადგან უბრალო ვარ და არ მიმართლებს.
როგორც ამინდებს აპრილისას, გთხოვ, ნუ დამძრახავ.
მზეს არ გიმალავ ნისლის მიღმა - ესეც სიმართლე.

და მესმის შენი, კითხვის ნიშნებს რაღა გამოლევს?!
დისტანციურად არ ხერხდება პირისპირ ვიდგეთ,
რათა თვალებში ჩაგეხედა და იქ ამოდენ
სურვილს ნახავდი - გულწრფელობას და  სხვას ბევრს კიდევ...

ახლა ჩემ შიგნით უღრანია - ტყე მოლოდინის.
მწვანე ფოთლების შრიალია და წვიმა, ნესტი...
მე ვშიშობ, რადგან გააგრძელებ ასე ბოლომდე...
როგორ არ მინდა, დაგრჩეს მხოლოდ ლექსების ნეშტი.

28.04.2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს