გარეთ ქარია, ქართან ჭიდილი, ნამეხარ ხეებს არაქათს აცლის. კვლავ გამიფრინდა ფიქრი ჩიტივით, კედლებს ვაწყდები (დალევდა კაცი...).
მოკვდავი ჩემში გულის ხმას ახშობს, საძულველ დუმილს ვყავარ დარაჯად, ჩაქრა სინათლე, ღამემ ოთახში, ნამთვრალევივით შემოალაჯა.
შიში-მომხვდური უცებ მოვაშთე, ვიშორებ ეჭვებს ეშმას მოროშილს, უარყოფილი, ვით გადმონაშთი, ბორგავს სანთელი უჯრის ბოლოში.
ნუთუ ყველაფერს ყავლი გაუვა, არ მინდა იმედს ძარღვი ჩავუჭრა, წარსულის ძმათა სასაფლაოა, ძველი მაგიდის პატარა უჯრა. სარკმელში მთვარე ყელს მოიღერებს, მივყვები ბილიკს ბობოქარ სულთა, აბრიალდება ასანთის ღერი და თითქოს სანთელს გაუყოფს სუნთქვას.
უძილობაში დრო გადის ნელა, მომყვება ჯავრი მსუბუქ ნაბიჯთა, სანთელის შუქზე შეკრთა სიბნელე და დასჯილივით კუთხეში მიჯდა.
მატარებლის ხმა მოდის გარედან, მე არ არსებულ მოველი მნახველს, გავურბი აწმყოს, კედლის კალენდარს, არ გასულ დღეებს წინდაწინ ვახევ.
ნეტა შემეძლოს ფრენა ჩიტივით, კედლებს ვაწყდები (დალევდა კაცი...), გარეთ ქარია, ქართან ჭიდილი, ნამეხარ ხეებს არაქათს აცლის.
დანტე დარდიანი 08/08/2020
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რა დარდიანი ყოფილა ჩვენი დანტე. ღმერთი იყოს შენი მფარველი! რა დარდიანი ყოფილა ჩვენი დანტე. ღმერთი იყოს შენი მფარველი!
3. თითქოს ყველაფერი რიგზეა ამ ლექსში :)
თითქოს ყველაფერი რიგზეა ამ ლექსში :)
2. ვეთანხმები, 1 კომენტრას. ვეთანხმები, 1 კომენტრას.
1. “ გავურბი აწმყოს, კედლის კალენდარს, არ გასულ დღეებს წინდაწინ ვახევ”
3 ქულა. “ გავურბი აწმყოს, კედლის კალენდარს, არ გასულ დღეებს წინდაწინ ვახევ”
3 ქულა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|