ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2020


ნუ განცვიფრდები!


ანზორს!
--------------
ვიცი,ღრუბლებად თავს გეხვევა მწარე ფიქრები,
-რისთვის,ან რის წილ? სიკეთის რომ ნერგი ვახარე?
დღეს მეც "სხვასავეთ" უმადური ალბათ ვიქნები...
და სანუგეშოს არას გეტყვი,-ვერ გაგახარებ!
დღეს,მეც ვიცდილებ უკმეხობას,ჩემი ჯერია...
ვიყო ბრიყვიც და დემონებზე მთქმელი დასტურის,
შენგან რთმეული,ამ ჩათლახებს ხელთ რომ სჭერიათ,
"შრატია" ძმაო,-არა ღვინო ალადასტურის...
ჰო,ის სიკეთეც,უანგაროდ რაც კი გაეცი,
ქვაც რომ არ ძებნე,-მადლიერთა მიერ დებული!
არ იცი მგონი,დამიჯერე,ნაღდათ არ იცი,
ვერ დარჩებოდი "იმათ" თვალში პატივდებულად...
ამნაირებმა (სახელი რომ დღესაც არ ქვიათ)
შენ ვინ ხარ ადამ! მაცხოვარი ჯვარზედ დაჰკიდეს!
დროს ნახავენ და...აბა,ნახე,-ადრე თუ გვიან
მეც მომწვდებიან...მე რას ვიზამ, მათ გადამკიდე?
მეც მათნაირად გაგამტყუნებ,-არ ხარ მართალი!
ვინ გკითხა,ქვეყნად ბოროტებას წესი აუგო?
ეს ცხოვრებაა...რა კანონი,რის სამართალი?
თუ არ დაგასწრეს? მოასწარი მახე დაუგო
იმათ,ვინც ცდილობს მორგებული ქონდეთ ნიღაბი,
იჩქარე! ჯერაც სანამ კიდევ არ არის გვიან...
თორემ გაცივდა,გაიკირა უკვე დუღაბი,
რომელ დუღაბსაც ჩათლახური ცხოვრება ქვია!
გესმის? სადამდის გავტუტუცდი...სულით დავეცი?
უმადურობა კაცდა მოდგმის მძიმე სენია...
მე ვჩივი ჩემსას,ჩემს სატირალს,სხვისი არ ვიცი,
სინდისის ქეჯნას...მისხალი რომ გადამრჩენია!...
ნუ განცვიფრდები! ნუ იკვირვებ,-რისი გულისთვის?
-ნუთუ მოყვასის წადინობით გავიწირები...?
ვირიშვილებმა ჯერ გაწირეს გალაქტიონი,
და მერე,კიდევ დაიტირეს "კვირის წირვებით"...
ნუ განცვიფრდები,რომ მეც არ ვარ შენთან მართალი,
და გულწრფელობის კარები რომ დაკეტილია...
იქ არ ვიყავი(სადღა არი აქ სამართალი)...
წიწამურში რომ ტყვია ვჭედეთ შუბლში ილიას?...
თუმცა,მე მაინც სინანულის მიდგას წუთები,
მოვალ და...ისევ,სიკეთის წილ გვერდში დავდგები...
მე? მე ვარ, ძმაო! შემომხედე,ნუ იბუტები...
გვირგვინად მადგას შენი ძმობის შარავანდედი!
ნუ განსჯი! თავად განიკითხავს ყველას უფალი!
ნურც გაიკვირვებ,მითუმეტეს,-ნურც განცვიფრდები!
ამათ დალურსმნეს კაცთა მოდგმის ჭირისუფალი...
მე და შენ,-ვინ ვართ? "მარტივი და რთული" ციფრები!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს