 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 4 ოქტომბერი, 2020 |
გეყო, მოიშორე ეგ სიბრაზე, სადმე გადამალე კომპლექსები და საკუთარი თავის ჯინაზე, ძველი, თუ ახალი ის ლექსები, ცრემლი რომ ჰკიდიათ ოდითგანვე, ერთი ხელის მოსმით გადაყარე.
სევდა დაივიწყე, უთხარ-განვედ! იქნებ მერე რწმენაც გაგიმყარდეს, რომ შენც შეგიძლია! ცოდნა გინდა? ნინოს დაესესხე, დარბაისელს. ან იქნებ სათქმელი გაგიხუნდა? როის მოუსმინე, აბა ისე, არა გეშველება. აზრი ჩადე ჩვენი გილოსავით, იქნებ მაშინ... მაგრამ ნიჭიერი თუ გსურს ჩანდე, მიშოს გაეჯიბრე დაგუგლვაში.
დერვიშივით დუნიას მოედე, არა(აააა)! მიატოვე ეგ მისია, თორემ, თუ წაგიღო და მიენდე, ხელში შემოგრჩება რემისია.
იქნებ ბრმა ხარ? განა დაილია ყველა წიგნი სადაც ბრაილია? უჩვეულო დღესასწაულია, - პოეზიის მორევს მიაქვს ელი...
ვხედავ გიხარია, გაიღიმე! და მოდუნდი...ვინც ახლა ახსენე, საკუთარსაც აღარ ითვლის ღილებს, შენთვის მოიცლიან? დაეხსენი!
დიდი-დიდი მუხა შემოვიდეს, ჩვეულებრივ, მშვიდად შემოგხედოს, შეეხოს შენი სიგიჟის კიდეს და დაფიქრდეს - გენდოს, თუ არ გენდოს.
თითქმის დაგავიწყდა როგორია, თბილი, ფლორენციის ამინდები. ნახე რა ფაქიზად, ნაზად გიპყრობს წეროს თოვლი... და დანამდვილებით.
ჩვენი ზღვა მწვანეა, მშვიდად ფეთქავს, მასზე თოლია ფრენს ერთადერთი, ნეტავ დანარჩენებს რა შეემთხვათ? ალბათ სხვაგან სურთ ეძებონ ღმერთი.
ან სად გაქრა საძმოს მახვილები? ნუთუ დიოგენე მიატოვეს? ამარა დატოვეს მცურავების, სიტყვა დაწნეხეს და მოგვცეს ტონი, ახლა უკვე რკინის მწურავების.
ლექსში უჰ, რამდენი გამოვტოვე, ტენდი, რენუარი, ზედვაკელი, მესხი, ჟადენი და ნეფერტარი, განა მონდომება დავაკელი? უკვე გახდა სიყვარულისტოლა! უსასრულოც რომ არ გამეხადა, - აფსუს, ნიკიმ როგორ მიგვატოვა?! - ვთქვი ბოლოს და ჩამოვშალე ფარდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ვნახოთ, ვნახოთ :) ვნახოთ, ვნახოთ :)
17. შემდეგ ვარიანტში არ გამომტოვოთ ტრანსგენდერი გვირილით შემდეგ ვარიანტში არ გამომტოვოთ ტრანსგენდერი გვირილით
16. კარგი გამოსვლა გამოგსვლიათ, მომეწონა. ;))) კარგი გამოსვლა გამოგსვლიათ, მომეწონა. ;)))
15. მადლობა ყველას ვინც სათავფურცლედ აირჩია ეს ლექსი, პოეზიის რა მოგახსენოთ, მაგრამ ტკბილ-მწარე კია სიყვარულივით, სიყვარული კი ყველაფერია ჩემთვის, ამიტომ ძალიანაც არ მრცხვენია, რომ აქ ვარ. :-* მადლობა ყველას ვინც სათავფურცლედ აირჩია ეს ლექსი, პოეზიის რა მოგახსენოთ, მაგრამ ტკბილ-მწარე კია სიყვარულივით, სიყვარული კი ყველაფერია ჩემთვის, ამიტომ ძალიანაც არ მრცხვენია, რომ აქ ვარ. :-*
14. ერთი თევზით და ერთი პურით დამპურებლის კალათას ვგავარ, რაც მეტს გავცემ მეტად ვივსები, თუმცა სიყვარულის გარდა გასაცემი არაფერი მაქვს :) მიხარია რომ საკუთარი თავი იპოვე, ვნახოთ ვინ იქნება შემდეგი ;) ერთი თევზით და ერთი პურით დამპურებლის კალათას ვგავარ, რაც მეტს გავცემ მეტად ვივსები, თუმცა სიყვარულის გარდა გასაცემი არაფერი მაქვს :) მიხარია რომ საკუთარი თავი იპოვე, ვნახოთ ვინ იქნება შემდეგი ;)
13. ამდენს როგორ უნდა ეყო ადამიანი თუ გულის ზომა შეუზღუდავი არ გაქვს :) ამდენს როგორ უნდა ეყო ადამიანი თუ გულის ზომა შეუზღუდავი არ გაქვს :)
12. მადლობა, საძმოს, მადლობა, რკინის მწურავო, თქვენი შეწევნით ისეთი შეიარაღებული ვარ, დალოცვითაც და მახვილითაც, რომ საკუთარი თავისგანაც კი დაცულად ვგრძნობ თავს :) :-* იხარეთ. მადლობა, საძმოს, მადლობა, რკინის მწურავო, თქვენი შეწევნით ისეთი შეიარაღებული ვარ, დალოცვითაც და მახვილითაც, რომ საკუთარი თავისგანაც კი დაცულად ვგრძნობ თავს :) :-* იხარეთ.
11. დიოგენეს საძმოს ბიჭების სახელით მინდა მადლობა გადავიხადო მახვილთა დედოფალო;)
და ადრე თუ გვიან პატივისცემის ნიშნად გამოგიგზავნოთ ჩვენგან სახსოვარი, უკიდეგანო წყვდიადთა სიღრმე-სიგანით მაცახცახებელი, მოჭიატე მახვილი როგორც ბასრი სიტყვის მააზრებელ დაუმცრობელ უნაცარწვეთო ცეცხლში ქარნაყლაპი ორპირი, ორლესული, სამღარიანი საგანი, თავ-ანარკინად დაჯავარებული, ათასი პოეტური ჯავრისა და ვარამის გამქარვებელი და მესაიდუმლე ბგერების პირველყოფილი მუსიკისა:) რათა თავისი მცირედი სამსახურით ოდესმე მაინც შეგეწიოთ რაიმეთი თქვენ და ამით იოტით მაინც შეიმციროს უნებლიედ ჩადენილი პოეტური დანაშაულებანი აღმოშობილნი ადგილსა საჩინოსა საცხადოდ წარსავალსა საცა წარჩინებულნი დგებიან:) დიოგენეს საძმოს ბიჭების სახელით მინდა მადლობა გადავიხადო მახვილთა დედოფალო;)
და ადრე თუ გვიან პატივისცემის ნიშნად გამოგიგზავნოთ ჩვენგან სახსოვარი, უკიდეგანო წყვდიადთა სიღრმე-სიგანით მაცახცახებელი, მოჭიატე მახვილი როგორც ბასრი სიტყვის მააზრებელ დაუმცრობელ უნაცარწვეთო ცეცხლში ქარნაყლაპი ორპირი, ორლესული, სამღარიანი საგანი, თავ-ანარკინად დაჯავარებული, ათასი პოეტური ჯავრისა და ვარამის გამქარვებელი და მესაიდუმლე ბგერების პირველყოფილი მუსიკისა:) რათა თავისი მცირედი სამსახურით ოდესმე მაინც შეგეწიოთ რაიმეთი თქვენ და ამით იოტით მაინც შეიმციროს უნებლიედ ჩადენილი პოეტური დანაშაულებანი აღმოშობილნი ადგილსა საჩინოსა საცხადოდ წარსავალსა საცა წარჩინებულნი დგებიან:)
10. კარგია დაბრუნება, თბილად დაბრუნება უკეთესი. :)
კიდევ მადლობა ! :-* კარგია დაბრუნება, თბილად დაბრუნება უკეთესი. :)
კიდევ მადლობა ! :-*
9. ეს რა კარგი რამ დაგიწერია სამურაი! კიდევ უფრო მომანდომე შენთან მეგობრობა და ნეტა თუ მეღირსება?! :) დაბრუნდა თბილი ფლორენციის ამინდები! თქვენთან ვარ მარად! გეხუტებით დისტანციურად და გეფერფებით ყველას! ეს რა კარგი რამ დაგიწერია სამურაი! კიდევ უფრო მომანდომე შენთან მეგობრობა და ნეტა თუ მეღირსება?! :) დაბრუნდა თბილი ფლორენციის ამინდები! თქვენთან ვარ მარად! გეხუტებით დისტანციურად და გეფერფებით ყველას!
8. ირმა, მელ, მიხარია თუ წამიერად მაინც გაგახარეთ :-*
გიორგი ზარქუა, მადლობა . თქვენ მომავალ განსატვირთ, საღიმილოში გახსენებთ, თუ... ირმა, მელ, მიხარია თუ წამიერად მაინც გაგახარეთ :-*
გიორგი ზარქუა, მადლობა . თქვენ მომავალ განსატვირთ, საღიმილოში გახსენებთ, თუ...
7. მეც ვყოფილვარ:) სიყვარულით გამაღიმა ამ სიყვარულისტოლა-საღიმილომ :) <3 მეც ვყოფილვარ:) სიყვარულით გამაღიმა ამ სიყვარულისტოლა-საღიმილომ :) <3
6. ნუთუ ოდითგანვე აქ იყო ეს სამურაი? :)
მშვენიერი ასორტი კი შეუდგენია ურაკპარაკელების.
მადლობა!
მუხა, ძვირფასო, თქვენც დიდი მადლობა!
ნუთუ ოდითგანვე აქ იყო ეს სამურაი? :)
მშვენიერი ასორტი კი შეუდგენია ურაკპარაკელების.
მადლობა!
მუხა, ძვირფასო, თქვენც დიდი მადლობა!
5. ლექსი - ნამდვილად სასიქადულო და, რა თქმა უნდა, მეც მოგიწონე, ცოტათი უნდა გისაყვედურო, ზარქუა როგორ გამომიტოვე? ლექსი - ნამდვილად სასიქადულო და, რა თქმა უნდა, მეც მოგიწონე, ცოტათი უნდა გისაყვედურო, ზარქუა როგორ გამომიტოვე?
4. ნოსტრადამუსი ვარ ფაქტობრივად. მადლობა მუხა :-* ნოსტრადამუსი ვარ ფაქტობრივად. მადლობა მუხა :-*
3. ძალიან მომეწონა!
.ჩვენი ზღვა მწვანეა, მშვიდად ფეთქავს, მასზე თოლია ფრენს ერთადერთი,
რა მართალი სიტყვებია, ჩვენი თოლია მართლაც ერთადერთია, რომელიც ზღვაზე ხომ ფრინავს და ფრინავს, უპაკპარაკზე ყველა გვერდზე ჩამოუვლის, ყველა ნაწარმოებს გადააბულბულებს და ცდილობს გაალამაზოს, გაასაინტერესოს ყველა წევრის ნაწარმოებები. გაიხარე სამურაი, ეს ერთი და სხვა მრავალი პოზიტივები. ძალიან მომეწონა!
.ჩვენი ზღვა მწვანეა, მშვიდად ფეთქავს, მასზე თოლია ფრენს ერთადერთი,
რა მართალი სიტყვებია, ჩვენი თოლია მართლაც ერთადერთია, რომელიც ზღვაზე ხომ ფრინავს და ფრინავს, უპაკპარაკზე ყველა გვერდზე ჩამოუვლის, ყველა ნაწარმოებს გადააბულბულებს და ცდილობს გაალამაზოს, გაასაინტერესოს ყველა წევრის ნაწარმოებები. გაიხარე სამურაი, ეს ერთი და სხვა მრავალი პოზიტივები.
2. სხვათა სიხარულით გამხარებელთა სიაში და მომავლის განსატვირთ ლექსებში, ანა <3 :) მთავარია აქ რად მახსენეო იმას ნურავინ მეტყვის, :) რად არ მახსენეო, - ამ წინადადებას სიყვარულის გამოხატულებად და ერთიანობის სურვილად ჩავთვლი :-* სხვათა სიხარულით გამხარებელთა სიაში და მომავლის განსატვირთ ლექსებში, ანა <3 :) მთავარია აქ რად მახსენეო იმას ნურავინ მეტყვის, :) რად არ მახსენეო, - ამ წინადადებას სიყვარულის გამოხატულებად და ერთიანობის სურვილად ჩავთვლი :-*
1. მე სად ვიყავი ამ დროს ნეტა? მე სად ვიყავი ამ დროს ნეტა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|