ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2020


პირველი მიტოვება

როცა პირველად მიგატოვებენ, გგონია რომ ვერ გადარჩები,
თვალებზე ხელებს აიფარებ, ხელებს დანამულს
ცრემლისაგან შეიწმენდ ტანზე და
უპატრონოდ დარჩენილ ღამეს მიუშვერ თვალებს,
მოგონებების ამოსაწმენდად.
***
როცა პირველად მიგატოვებენ, გგონია რომ ვერ გადარჩები, - მერე ეჩვევი მიტოვებას, წასვლას სხვებისას
და გამოცდილი
მეზღვაურივით არ გაშინებს
მძიმე ამინდი.
***
როცა პირველად მიგატოვებენ, სხვა გზა არ გაქვს, მაინც ეჩვევი,რადგან ტკივილი გეხმარება გადარჩენაში და
ბავშვობის მეგობარივით
მოგყვება გვერდში.
პარადოქსია ეს ცხოვრება, - გაითავისე.
***
როცა პირველად მიგატოვებენ, გგონია რომ ვერ გადარჩები, დაემალები ყველა ამინდს და გონებაში
ჩარჩენილ დღეებს დაუწყებ ძებნას, - სიზმრებში ცხოვრობ.
***
როცა პირველად მიგატოვებენ, გგონია რომ ვერ გადარჩები, - მერე ეჩვევი მიტოვებას, წასვლას სხვებისას
და გამოცდილი
მეზღვაურივით არ გაშინებს
მძიმე ამინდი.
მხოლოდ ხანდახან გაგახსენდება, შეიძლება ატირდე
კიდეც და თვალები დაბლა დახარო.
ასე სჩვევია მონატრებას და დიდ სიყვარულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები