 | ავტორი: კვესელავა ჟანრი: პოეზია 18 ოქტომბერი, 2020 |
მე ვარ! სიკვდილზე შორი და სიცოცხლეზე ახლო, სისპეტაკეზე მდორე, მიტოვებული სახლი. ამჟავებული სისხლი, უჭირისუფლო მკვდარი, ცრემლები მუჭის სიმსხო, თვალუწვდენელი არე. სირცხვილნაჭამი შიში, დამარცხებული ომი, ღვთისმშობლის დიდი პირმშო, წყალში ჩაყრილი შრომა. დაუღალავი წვლილი, გათენებული ღამე, ორი ქართველის, შვილი, ორი ქართველის, მამა. გლეხის სახეზე დაღლა, ოფლი ოქროსფერ ყანის, ყველა მშიერი ძაღლი, ხმაჩაწყვეტილი ნანა. გაუმართავი აზრი, მუნჯების ხმა და სმენა, შეუწამლავი ვაზი, და შეწამლული ვენა. ავადმყოფების სენი, ყველა იუდა,პეტრე, ჩამორთმეული ჩვენი, ყოველი გოჯი,მეტრი. სვავებ ნაჯიჯგნი ლეში, სიცოცხლე ფუტკრის,პეპლის, ანგელოზიც და ეშმაც, ტყვიის და დანის მსხვერპლიც. ეპოქა,ხანა,ერა, საათიც,წუთიც,წელიც, უცხო,მოყვარე,მტერი, ადამიანი,ყველა. მიწაზე,ცაში,მთებში, დამღალა სულის სდევამ, ვერ დატეული ჩემში.. მე ვარ! შემხედე! მე ვარ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. სულის ექო :( სულის ექო :(
7. ეს ლექსი, თითქოს, მისი ამოძახილია ...
ეს ლექსი, თითქოს, მისი ამოძახილია ...
6. კარგი ლექსია, საინტერესო შინაარსით , მუხტით და რიტმით!
კარგი ლექსია, საინტერესო შინაარსით , მუხტით და რიტმით!
4. ავტოპორტრეტი შინა არსით!
და როგორი მუხტი აქვს.
ავტოპორტრეტი შინა არსით!
და როგორი მუხტი აქვს.
3. ეს მე ვარ... 5 ეს მე ვარ... 5
2. ვახ რა მაგარი მომენტებია... ძალიან ძლიერი ეპიზოდებია და მთლიანობაში კარგი. ამოთქვაო, რომ იტყვიან ისეთია. ვახ რა მაგარი მომენტებია... ძალიან ძლიერი ეპიზოდებია და მთლიანობაში კარგი. ამოთქვაო, რომ იტყვიან ისეთია.
1. ჩემი ფავორიტი ლექსი ჩემი ფავორიტი ლექსი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|