ზამთარი მიწას შემოსავს ნისლით, ჩრდილი დაიწყებს უცნაურ კანკალს, დროების მიღმა დავრჩებით ისევ, მე და შენ, ღამე და კასაბლანკა.
თითიდან იხსნი ტყვეობის ნიშანს, უფრო გამშვენებს ფერი მიხდილი, ამ ღამეს ჩვენთვის სიცოცხლე იშვა და მასთან ერთად იშვა სიკვდილიც.
ქარი წაიღებს ოცნების ნარჩენს, მიწას თვალები აეხილება და როგორც მაშინ... მე გეტყვი "დარჩი", შენ კი უბრალოდ გაგეღიმება.
წვიმს და ჩრდილები მოჰგავან გვამებს, გამიტყუებენ ღვინით გალეშილს, გათენებამდე გვაწამებს ღამე, მე უშენოდ და შენ სხვის მკლავებში.
ზამთარი მიწას შემოსავს ნისლით, ჩახმახი იგრძნობს თითების კანკალს, როგორც სიზმარი გავქრებით ისე, მე და შენ ღამე და კასაბლანკა.
ვუყურებ სურათს, იმედს ნაოხარს, აუღელვებელ საათის ისრებს, შენ სავსე მთვარე, ცაზე ამოხვალ, და როგორც მაშინ... ვეღარ მომისწრებ.
დანტე დარდიანი 29/01/2018
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გათენებამდე გვაწამებს ღამე, მე უშენოდ და შენ სხვის მკლავებში. და რა , ქალის საშუალება აღარ არის? გათენებამდე გვაწამებს ღამე, მე უშენოდ და შენ სხვის მკლავებში. და რა , ქალის საშუალება აღარ არის?
3. გააჩნია jonatan livingstoni აქ ადამიანია თუ ჩიტი ;) გააჩნია jonatan livingstoni აქ ადამიანია თუ ჩიტი ;)
2. "კასაბლანკა" აქ ქალაქია თუ ფილმი ? :)
"კასაბლანკა" აქ ქალაქია თუ ფილმი ? :)
1. ნუ იჩქარებ, მთვარემ მოგისწროს. ++
ნუ იჩქარებ, მთვარემ მოგისწროს. ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|