ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირიან გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2020


ხის ტავტონეტი

შენი ფანჯრიდან ხეთა ხედი როცა ბნელდება,
ტოვებ ფანჯარას და სცილდება შუშას ხელებიც,
სახლში დარჩენა ამჯობინე გამოხეტებას,
იხვევ საბანს და სვამ ცხელ ყავას, ჩუმი ხველებით.

ხედავ, დაბერდი, ხეტიალი თავს რომ გაბეზრებს,
ხეები თუმცა ბერდებიან, კვლავ არ გტოვებენ,
მტრედები სხედან სხვა სახლების სახურავებზე,
ყურს აღწევს, როგორ არხევს ქარი გარეთ ნოემბერს.

კვლავ გელანდება ოთახები, სადაც დატოვეს
ყველა ნივთი და ღამის ქუჩას გაყვნენ ხელკავით,
ხევდებით შენ და შენი სახლი, აისს ადროვებთ,
დილა ორთქლია საკვამურის, ორთქლი ცხელ ყავის.

იწყებ დღეს ღერი სიგარეტით, ხელში გაზეთით,
წვიმს - მხოლოდ  ღამის ხეტიალში გახსოვს ასეთი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები