 | ავტორი: ჰოლმვუდი ჟანრი: პოეზია 12 ნოემბერი, 2020 |
გახსოვს ფიცარზე ძილი? საიდან. ჯერ მშობლებმა დაგიგეს ქვეშაგი, მერე მეგობრებმა, მათ შორის ყალბებმა ბუმბული ფენა-ფენა მოაპნიეს, ნათესავებმა და ახლა სამქვეშაგიან კომფორტის ზონაზე წევხარ. მეოთხეს შენით მიათრევ, რომ კიდევ უფრო ამაღლდე და უმოძრაობით დატკბე. მალე გაფუვდება მდიდრის საფულესავით, გახდება ოთხიანი, ხუთიანი ექვსიანი. . . ნუ მიატოვებ. ნუ შეუბერავ სულს გარშემოწნულ ჰაერის კონას. იცი შლეგები საგიჟეთიდან როგორ გარბიან? საკუთარ ფიქრებს მიჰყვებიან, მხოლოდ ფიქრი თუ აღწევს გისოსებს მიღმა. შენი ფიქრები კი თავიდან ვერ პოულობენ გამოსასვლელ გზას. მოდი, იყავი ევრიდიკე, ვაშლის დანახვისას დუჟი მოგდიოდეს, სანამ ზამთრის ქარაშოტი არ გაგიშეშებს მოქნილ კისერს. მოდი, იყავი ყველა, პირდაპირი გაგებით - უაზრო. მოდი, რომაული ბიუსტი არა, იყავი პოლიკლეტეს ქანდაკება, რათა გიყვარდეს ზღვა და ტალღის ცელს არ იყო შენახები. მოდი, სულ ერთი იყოს აიფარებ ნიღაბს, თუ აიკრავ თვალსახვევს. მოდი, ნუ დაეძებ ლეთეს, იქნებ ერთხელ უბრალო, სოფლის მდინარეში გადაეშვა, ცივმა ლოდნა გაგიპოს თავი და ასე დაგავიწყდეს წარსული, კეთილი ცოდვებითა და ბინძური მადლით დაფერილი. მოდი, ამატე ქვეშაგები კიდევ და კიდევ, სანამ ერთ ღამეს მასში არ ჩაეფლობი, ჩაიგუდები და პომპეის ნეტარებაშემხმარ ფერფლად იქცევი.
მაშინ მიხვდები როგორია ფიცარზე ძილი. სამარადისო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. სწორედ, რომ თვითმიზანია, ნინა :) მადლობა. სწორედ, რომ თვითმიზანია, ნინა :) მადლობა.
9. სათაური შეფასებას უფრო ჰგავს. ნუ განაწყობთ მკითხველს ასე, (რაღაცნაირად) თუ თვითმიზანი არ არის. სათაური შეფასებას უფრო ჰგავს. ნუ განაწყობთ მკითხველს ასე, (რაღაცნაირად) თუ თვითმიზანი არ არის.
8. მადლობა, თეია.
ბატონო სერგეი, ნუთუ როდესაც ავტორის ნაწარმოები არ მოსწონთ ავტორი იძულებს იმ მკითხველს. არ ვიცი თქვენ როგორ რეაგირებთ, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი მისაღებია პირადი შეურაცხყოფის გარდა. და ეს არ არის შეურაცხყოფა, თქვენ თქვენი აზრი გაქვთ და გულწრფელი შეფასება ისაა, რაც ყოველთვის მინდა ჩემს ნაწრმოებზე ვიხილო ხოლმე. მადლობა. მადლობა, თეია.
ბატონო სერგეი, ნუთუ როდესაც ავტორის ნაწარმოები არ მოსწონთ ავტორი იძულებს იმ მკითხველს. არ ვიცი თქვენ როგორ რეაგირებთ, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი მისაღებია პირადი შეურაცხყოფის გარდა. და ეს არ არის შეურაცხყოფა, თქვენ თქვენი აზრი გაქვთ და გულწრფელი შეფასება ისაა, რაც ყოველთვის მინდა ჩემს ნაწრმოებზე ვიხილო ხოლმე. მადლობა.
7. წავიკითხე..ახლა ვერ მოგატყუებთ რომ ეს რაიმეს ნიშნავს ჩემთვის , რაიმეს, მშენიერს, ამაღლებულს, გენიალურს....თუმცა თქვენ და არა მარტო თქვენ, სრული უფლება გაქვთ დაიკიდოთ ჩემი აზრი, მაგრამ მე ის (ჩემი აზრი) მაინც დავაფიქსირე რომ მერე ვინმემ არ გამიხსენოს როგორც სიყალბის მეხოტბე, ზოგიერთებივით რომ დაეცემიან ხოლმე ვირტუალურად მუხლებზე, ხელებს აღაპყრობენ ყალბი ღმერთებით სავსე კოსმოსისკენ ...თან დორბლი გასდით...ხოტბისა ...არა, მე ასეთი არ ვარ , დაე ნუ გეყვარებით . წავიკითხე..ახლა ვერ მოგატყუებთ რომ ეს რაიმეს ნიშნავს ჩემთვის , რაიმეს, მშენიერს, ამაღლებულს, გენიალურს....თუმცა თქვენ და არა მარტო თქვენ, სრული უფლება გაქვთ დაიკიდოთ ჩემი აზრი, მაგრამ მე ის (ჩემი აზრი) მაინც დავაფიქსირე რომ მერე ვინმემ არ გამიხსენოს როგორც სიყალბის მეხოტბე, ზოგიერთებივით რომ დაეცემიან ხოლმე ვირტუალურად მუხლებზე, ხელებს აღაპყრობენ ყალბი ღმერთებით სავსე კოსმოსისკენ ...თან დორბლი გასდით...ხოტბისა ...არა, მე ასეთი არ ვარ , დაე ნუ გეყვარებით .
5. კი, ჯონათან, წერისას მეც ეგ მახსენდებოდა :) კი, ჯონათან, წერისას მეც ეგ მახსენდებოდა :)
4. რატომღაც სულ "პრინცესა ცერცვის მარცვალზე " მახსენდებოდა :)
რატომღაც სულ "პრინცესა ცერცვის მარცვალზე " მახსენდებოდა :)
3. მადლობა, აგლაია. მადლობა, ფლორენცია. :))) მადლობა, აგლაია. მადლობა, ფლორენცია. :)))
2. "იცი შლეგები საგიჟეთიდან როგორ გარბიან? საკუთარ ფიქრებს მიჰყვებიან, მხოლოდ ფიქრი თუ აღწევს გისოსებს მიღმა." - ყველაზე ძაან ეს წამყვება, თუმცა კიდევ ბევრია ამ "რაღაც"-ში სწორი და შემოსალაწუნებელი. კარგი ხარ ლექსებშიც ! 5 "იცი შლეგები საგიჟეთიდან როგორ გარბიან? საკუთარ ფიქრებს მიჰყვებიან, მხოლოდ ფიქრი თუ აღწევს გისოსებს მიღმა." - ყველაზე ძაან ეს წამყვება, თუმცა კიდევ ბევრია ამ "რაღაც"-ში სწორი და შემოსალაწუნებელი. კარგი ხარ ლექსებშიც ! 5
1. რაღაც კარგია . :) რაღაც კარგია . :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|