მე შენთვის მეტჯერ უნდა მეკოცნა, უნდა მეკოცნა მეტი ვნებით, მეტი გახელებით. უნდა მეკოცნა მოულოდნელად, ქუჩაში ბოდიალისას, მაშინ, როდესაც ვსაუბრობდით, როდესაც არ ვსაუბრობდით და მაინც ერთმანეთს ვუსმენდით.
უნდა მეკოცნა შემოდგომის ხეების ქვეშ და ძველი ციხეების ნანგრევებთან, პარკებში და შენობებში, დამშვიდობებისას და შეხვედრისას, როცა მეშინოდა და როცა არ მეშინოდა შენი სიყვარულის.
უნდა მეკოცნა ტუჩებში, შუბლზე, ლოყებზე, ცივ ხელის თითებზე და შიშველ მკერდზე, როცა გეძინა.
უნდა მეკოცნა უფრო მეტი.
ვზივარ. გიხსენებ... გიხსენებ ისეთს, როგორიც არ ყოფილხარ ჩემთან, როგორიც არ ყოფილხარ არასდროს, თუმცა იქნებოდი, ნამდვილად იქნებოდი, მეტი რომ მეკოცნა. თუნდაც ერთი კოცნით მეტი, მეტი ვნებით და მეტი გახელებით.
ჩემს თავს მოვპარე შენი თავი. თავად ვიქეცი საზიზღარ ქურდად. მერჩივნა, მეძარცვა სხვები, გალერეებიდან წამომეღო ხელოვნების უზადო ნიმუშები, უკანასკნელი კაპიკები ამერთმია მშიერთათვის, მომეკლა, მეცრუა, მემრუშა, და მეგმო სახელი ღმრთისა, მაგრამ არა, ჩავიდინე ცოდვა უფრო დიდი, უფრო საშინელი, მიუტევებელი - ხელი გაგიშვი, მაშინ, როცა უნდა ჩამეკიდა, მომეზიდე, ასე ნატიფი, ასე სუსტი და სისუსტით უძლეველი, ასე თბილი და გათოშილი, ასე სავსე და უძირო, ასე თვინიერი და ველური, ასე ჭკვიანი და სულელი, ასე სასურველი, მომეზიდე და მეკოცნა, იმ სიბნელეში, ერთგული თანამზრახველის, ღამის დუმილის თვალწინ.
უნდა მეკოცნა...
რომ არ გამწყდარიყო ბედნიერების ეს სუსტი სიმი, რომელიც გაწყდა. რომელიც იქცა ორ სიცოცხლედ, ორ გზად და ასცდა ერთმანეთს და ეს სიმები, ეს უჩვეულო, სუსტი ხაზები შეერთდა სხვაგან, სხვა სიმებთან გადაინასკვა და ჩაწყდა ისევ. რადგანაც სიმი ჩემი ფიქრის მაინც ერთგულად იწევდა შენკენ, როგორც გველები მიხოხავენ აგვისტოს მზისკენ. როგორც მერცხლები ბრუნდებიან თავის ბუდესთან. მეც აქ დავბრუნდი, მაგრამ ვიხილე ბუდეში სხვისი, სხვა მერცხლის სახე სავსე ჩემი ბედნიერებით, ჩემი ოცნებით, სიხარულით, შიშით და ვნებით და მე ვირწმუნე, რომ რაც უნდა გეწადოს გულით, როგორც არ უნდა გესმოდეს და გრძნობდე და გსურდეს, ჩაწყვეტილ სიმებს აღარ ძალუძთ ისე აჟღერდნენ, რომ სისხლი გათბეს, ამოიმღვრეს გულის კათხიდან და დაიღვაროს თუნდაც ისე, სულ არაფრისთვის.
მიიკლაკნება ჩემი ხაზი სხვა ხაზებს შორის, დღეს უფრო დუნედ, ხვალ დადგება ალბათ ისეთი საღამო, როცა არსებობის მკრთალი თითები გადანასკვანენ სხვა სუსტ ხაზთან, ისე ფაქიზად, რომ აჟღერდება სიმი ძველი, მონატრებული და გაგრძელდება მისი ჟღერა სამარადჟამოდ.
მე ასეც მჯერა.
მაგრამ ვიცი, მაგის მეტი რა ვიცი, აბა, რომ ერთ ღამესაც, მილიონი მზის ჩასვლის მერე, სრულ სიმშვიდეში ჩაძირული ჩემი სხეული ელდით შეხტება, რადგან მაინც, მაინც ამდენი მზის ჩასვლის შემდეგ შემომიტევს ფიქრის ურჩხული, რომ თაობებით დაშორებულ ჩვენს მყიფე თითებს, ჩვენს მკრთალ სხეულებს, ლამაზ სულებს შეეძლოთ, ეგრძნოთ მხოლოდ ისეთი სიყვარული, ჩვენ რომ გაგვაჩნდა, სულ ერთით მეტი, ერთით მეტი კოცნის სანაცვლოდ, რომ არ გაკოცე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. რა საყვარელი ლექსია. შემიყვარდა ის გოგო. რა საყვარელი ლექსია. შემიყვარდა ის გოგო.
3. უნდა
მეტჯერ უნდა გეკოცნა, უნდა გეკოცნა მეტი ვნებით, მეტი გახელებით. უნდა გეკოცნა მოულოდნელად, ქუჩაში ბოდიალისას, მაშინ, როდესაც საუბრობდით, როდესაც არ საუბრობდით და მაინც ერთმანეთს უსმენდით.
უნდა გეკოცნა შემოდგომის ხეების ქვეშ და ძველი ციხეების ნანგრევებთან, პარკებში და შენობებში, დამშვიდობებისას და შეხვედრისას, როცა გეშინოდა და როცა არ გეშინოდა მისი სიყვარულის.
ასე ზუსტი სინანული და ასე გულწრფელი ნამდვილად პოეზიაა :)
უნდა
მეტჯერ უნდა გეკოცნა, უნდა გეკოცნა მეტი ვნებით, მეტი გახელებით. უნდა გეკოცნა მოულოდნელად, ქუჩაში ბოდიალისას, მაშინ, როდესაც საუბრობდით, როდესაც არ საუბრობდით და მაინც ერთმანეთს უსმენდით.
უნდა გეკოცნა შემოდგომის ხეების ქვეშ და ძველი ციხეების ნანგრევებთან, პარკებში და შენობებში, დამშვიდობებისას და შეხვედრისას, როცა გეშინოდა და როცა არ გეშინოდა მისი სიყვარულის.
ასე ზუსტი სინანული და ასე გულწრფელი ნამდვილად პოეზიაა :)
2. ძალიან მომეწონა, გრძნობადი და ემოციის გამომხატველია, (ავტორის ნებართვით ამ ლექსიდან ვისესხებ სიტყვებს) "ვიცრუე, ხელი არ გავუშვი, მოვიზიდე, და ვაკოცე შუბლზე, ლოყებზე, თვალებზე, ქუჩაში, ბოდიალობისას , ვაკოცე ბევრჯერ შემოდგომის ხეების ქვეშ და ბებერი მუხის ქვეშ, მილიონჯერ ვაკოცე ტუჩებში.
და მაინც ბედნიერების ეს სუსტი სიმი გაწყდა და ორ გზად აცდა ერთმანეთს...." ძალიან მომეწონა, გრძნობადი და ემოციის გამომხატველია, (ავტორის ნებართვით ამ ლექსიდან ვისესხებ სიტყვებს) "ვიცრუე, ხელი არ გავუშვი, მოვიზიდე, და ვაკოცე შუბლზე, ლოყებზე, თვალებზე, ქუჩაში, ბოდიალობისას , ვაკოცე ბევრჯერ შემოდგომის ხეების ქვეშ და ბებერი მუხის ქვეშ, მილიონჯერ ვაკოცე ტუჩებში.
და მაინც ბედნიერების ეს სუსტი სიმი გაწყდა და ორ გზად აცდა ერთმანეთს...."
1. თავიდან ვიფიქრე, რომ მეტისმეტად დიდი ტექსტი იყო სათქმელისთვის, მაგრამ მეორედ წაკითხვისას გადავიფიქრე :)
ისედაც ნაკლები გიკოცნიათ და სიყვარულის ეს სიმღერა მაინც იყოს ვრცელი :)
თავიდან ვიფიქრე, რომ მეტისმეტად დიდი ტექსტი იყო სათქმელისთვის, მაგრამ მეორედ წაკითხვისას გადავიფიქრე :)
ისედაც ნაკლები გიკოცნიათ და სიყვარულის ეს სიმღერა მაინც იყოს ვრცელი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|