 | ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 20 ნოემბერი, 2020 |
დღეს სხვანაირი დღე იყო. ფეის ველზე, ნაკლები ლანძღვა და გინება, პოლიტიკური სტატუსები ლექსებმა ჩაანაცვლა. მეტროდან ამოდის, ერთი სული აქვს სანამ მაღაზიამდე მივა, ლუდს და ფისტაჩკებს იყიდის. გიგას შეპირდა, წამოვიღებო. მერე ესპანეთი - გერმანიის თამაშს ჩაუჯდებიან და არც გული ეტკინება, როგორც მაკედონიასთან საქართველოს ნაკრების წაგების შემდეგ - უბრალოდ ისიამოვნებს. მეტროდან გამოსულს სიმღერის ხმას ესმის. ,,ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი და ტყეს მთებისას გაიფენს აფრად...“ ხედავს იქვე კიბეებთან სათნო ქალბატონი დამჯდარა, კალთაში ქუდი უდევს. ქუდში გამვლელები ხურდას ყრიან. ქაღალდის ფულსაც. დაელოდა, სანამ სიმღერა დასრულდებოდა. მერე მორიდებით ეუბნება ქალბატონს. - იცით, დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა. - ვიცი, შვილო, როგორ არ ვიცი, 1891 წელს დაიბადა, ესენი მეხმარებიან. მოერიდა კითხვა, ესენში კიდევ ვინ იგულისხმა. გზა გააგრძელა. ლუდი და ფისტაჩკები ოცნებად დარჩა. იცის გიგა ზუსტად თამაშის დაწყების წინ შემოვა. ლუდი არ იქნება, არც ფისტაჩკები, ეს არაფერი... - დაბადების დღეს გილოცავ, გალაკტიონ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა, მათე !
მადლობა, მათე !
3. რა კარგია! გალას მოეწონებოდა, თუმცა პომპეზური რაღაცეებიც ძალიან უყვარდა,რადგან ,,როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონიო,'' სულ გული მიცახცახებს და თვალები ცრემლით მევსება , რომ წარმოვიდგენ პატარა ბავშვივით რომ უხაროდა სულ უბრალო ყურადღება და ესეც არა ჰქონდა და როგორ ენატრებოდა. მის დღიურებს რომ ვკითხულობ, აღარ ვიცი სად დავემალო ტკივილს და სირცხვილს... მოგიკითხე, ლევან! რა კარგია! გალას მოეწონებოდა, თუმცა პომპეზური რაღაცეებიც ძალიან უყვარდა,რადგან ,,როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონიო,`` სულ გული მიცახცახებს და თვალები ცრემლით მევსება , რომ წარმოვიდგენ პატარა ბავშვივით რომ უხაროდა სულ უბრალო ყურადღება და ესეც არა ჰქონდა და როგორ ენატრებოდა. მის დღიურებს რომ ვკითხულობ, აღარ ვიცი სად დავემალო ტკივილს და სირცხვილს... მოგიკითხე, ლევან!
2. ვაიმე, გული ამიჩუყდა. მილოცვა გამოგივიდათ ფანტასტიური!! ++ ვაიმე, გული ამიჩუყდა. მილოცვა გამოგივიდათ ფანტასტიური!! ++
1. გაუხარდებოდა :)
გაუხარდებოდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|