 | ავტორი: მერიენ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 13 დეკემბერი, 2020 |
ისეთი ლექსები, ჩვენ რომ ვერ ვწერეთ, სხვებმა უკვე გადაათეთრეს და უგემოვნო ჟურნალებიდან თავს იწონებენ. აწი სხვაგვარი პოეზია მოგვეთხოვება. უხერხულია, ჩაიში კარაქივით ჩამდნარ ფიქრებს უწოდო ლექსი, როცა მისი ნაფლეთები კუნძულ-კუნძულ ტივტივებს ზედაპირზე და ვერასოდეს ჩაიძირება სიღრმეში. საინტერესოა, მაინც რით იკვებება ჩვენი სიმარტოვე, ალბათ, ერთმანეთთან გატარებული დროით, შეხებით, იმ ფილმების კადრებით, რომელთა ყურებაც დავიწყეთ და არ დაგვიმთავრებია. უხერხულია, არ გვახსოვდეს ეს დაუსრულებელი კადრები, ჩემოდანში ჩაულაგებელი ტანსაცმელივით მოწყენილი, ერთმანეთზე გადაკეცილი და საწოლზე მიმობნეული. ალაგ-ალაგ ირევა მთელი უხერხულობები და პროზიდან გადმოსული ლექსები ამრეზით უყურებენ ჩარჩოებს, რომლებში მოთავსებასაც ვუპირებდი. ის ლექსები კი, სხვებმა რომ უკვე გადაათეთრეს, ჩარჩოში ჩასვეს და მოღუშული ფურცლებისთვის სად აღარ გზავნეს, მახეში გაბმულნი დარჩნენ, მათ ავტორებს ჭკუა უკვე აღარ მოეკითხება. სად ვეძებო პოეზია? უხერხულია, ვიკითხო და კიდევ ერთი ჩარჩო ჩამოვხსნა უფერული კედლიდან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ელადას კომენტარი ვერ გავიგე. სიამოვნებით ჩავეძიებოდი, უფრო ვრცლად თუ განმარტავდა პლაგიატობის არსს მოცემულ კონტექსტში. ელადას კომენტარი ვერ გავიგე. სიამოვნებით ჩავეძიებოდი, უფრო ვრცლად თუ განმარტავდა პლაგიატობის არსს მოცემულ კონტექსტში.
2. პლაგიატობაც არ აწყენდა სათაურად, ფინალი ძალიან მომეწონა,.. პლაგიატობაც არ აწყენდა სათაურად, ფინალი ძალიან მომეწონა,..
1. მშვენიერი კრიტიკაა ! სად ვეძებო პოეზია? სათაურად კი, "უხერხულია" ნამდვილად უხერხულია! მშვენიერი კრიტიკაა ! სად ვეძებო პოეზია? სათაურად კი, "უხერხულია" ნამდვილად უხერხულია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|