შობის სამზადისია, ჩვენთვის არავის ცხელა, მინავლებულ თონეში კი ნაზუქები ცხვება. ბროლია და მურადა გარეთ ძვლებსა ჩიჩქნიან, მამა ბუხრის კუთხეში ახუჭუჭებს ჩიჩილაკს. ბებომ უკვე დააცხო საშობაო ღვეზელი, პაპა გვლოცავს იყავით ჯამრთელი და დღეგრძელი. დაგვირიგეს კვერები ყველას წმინდა ბასილის მთელი წელი რომ ვიყოთ მისი მადლით აღვსილი. საღამოა. კვლავაც თოვს ცა ჩამოდის აქ ქუდად,, ირგვლივ სულ სითეთრეა, თითქოს ღამე დღეს ქურდავს..