მოგწონს კარმენი და რიგოლეტო. შორეულ გემებს, შორეულ აფრებს უმზერ. თვითმკვლელობები, სიგარეტი, ციროზი - კარგია გაზაფხულზე.
ასე, თავხედურად მიახალო, ვისაც ყვავილები აბარია. გაუგონარი და უნახავი სენი ხომ საერთოდ ზღაპარია. კედელს, აივანს ეკონება ხავსი, სურო და ჭორიკანა. ხელიდან წაგსვლია, გეგონება სახლი, ლექსი და ორიგამი.
დაანთეს მზეები თავიანთი, აყვავდნენ ჭორფლები გაზაფხულზე. შენ კი, გაგონდება ტრავიატა. შორეულ გემებს, შორეულ აფრებს უმზერ.
ასე ,გადარჩენას მიჩვეული, შორს თეთრ იალქნებს, გემებს ნახავ მაგრამ შავი დღისთვის მიჩნეული, უკვე აღარ ღირს შესანახად. მეტამორფოზაა, გარდასახვა. ბოლო ჩაიზე გეახლება კაცი, რომელიც გადასახლდა სახლში, რომელიც ვენახებმა, მანდარინებმა დაისიზმრეს. შენ კი, საფეხურებს აივლი და ზღვაში ჩამავალ დაისის მზეს უცქერ მორყეული აივნიდან.
ზღვის ღმერთს დაბრუნება შეევედრე! სანაპიროზე სახლია და წაკითხულია საავედრა, "ოდისეა" და "ილიადა". სურო, ხავსი და ჭორიკანა, იმ სახლის კედლებს ეკონება ხელიდან წაგსვლია, გეგონება ფუნჯი, ლექსი და ორიგამი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალიან მაღალ სტანდარტებს აწესებ თანამედროვე პოეზიაში ძალიან მაღალ სტანდარტებს აწესებ თანამედროვე პოეზიაში
1. "კაცი, რომელიც გადასახლდა სახლში, რომელიც ვენახებმა, მანდარინებმა დაისიზმრეს."
სულ მეფიქრება- რა მოხდებოდა, რომ ვერ მიმხვდარიყავი, პოეტი რომ ხარ ?
ღმერთმა დაგვიფარა :)
"კაცი, რომელიც გადასახლდა სახლში, რომელიც ვენახებმა, მანდარინებმა დაისიზმრეს."
სულ მეფიქრება- რა მოხდებოდა, რომ ვერ მიმხვდარიყავი, პოეტი რომ ხარ ?
ღმერთმა დაგვიფარა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|