მეშინოდა, რომ ჩემს სარკეშიც შენს ანარეკლს დაინახავდი... და აი, ვდგავარ ბედის სამანზე, სარკის ნამსხვრევით, შამანივით და ხელის გულებზე, ლურჯ ხავერდებში, მნათობებს ვიწვენ. რას შევდგომოდი სუსტი მხრებით?! მოკლე ხელით რას შევწვდებოდი?! მაგრამ... ჩამხედე ცარიელ პეშვში ცის ტატნობს ვიტევ. და ვიდრე ვიმცვრევ ნაგლეჯებს დროის და უთქმელ სიტყვებს… ვიდრე აქ, ხიდის შუაწელზე, ზღვის შორიახლოს, ლექავს ბროლი სველ, ლეგა კენჭებს და უსიცოცხლო სადაფის სახლებს, სიმწრისგან ვბღუჯავ ციაგ ლაჟვარდს, მზის ჭიაფერი სიმლაშიდან ღებავს ცრიატებს- იღვრება ბლანტად... იმღვრევა ფიქრიც და თითებს შორის, გადაჟღენთილი ფთილებიდან, მოჟონავს სისხლი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გმადლობ, გიორგი )) მიხარია, თუ სათქმელიც ჩავტიე )) გმადლობ, გიორგი )) მიხარია, თუ სათქმელიც ჩავტიე ))
9. კრავაი, ქეით, ოთარ )) მაღალი შეფასებაა, გმადლობთ )) კრავაი, ქეით, ოთარ )) მაღალი შეფასებაა, გმადლობთ ))
8. "ჩამხედე ცარიელ პეშვში ცის ტატნობს ვიტევ" - ეს ფრაზა ცალკე ლექსია... "ჩამხედე ცარიელ პეშვში ცის ტატნობს ვიტევ" - ეს ფრაზა ცალკე ლექსია...
7. ძალიან ლამაზია. საოცარი კადრებით.
555 ძალიან ლამაზია. საოცარი კადრებით.
555
5. ლამაზი ლექსია! დაქარგული ლამაზი ლექსია! დაქარგული
4. მესმის, ვიხუმრე )) თუმცა მეორე ნაწილი ძალაშია )) მესმის, ვიხუმრე )) თუმცა მეორე ნაწილი ძალაშია ))
3. ანუ სასიამოვნო- თვალს რომ არ გიჭრელებს... არც გონებას :)
ანუ სასიამოვნო- თვალს რომ არ გიჭრელებს... არც გონებას :)
2. "პასტელის ფერები" კომენტარში ორაზროვანია )))) მეტსაც სიამოვნებით მოვისმენდი "პასტელის ფერები" კომენტარში ორაზროვანია )))) მეტსაც სიამოვნებით მოვისმენდი
1. მიუხედავად ბოლოში გაჟონილი სისხლისა, როგორი პასტელის ფერები აქვს ამ ლექსს.
მიუხედავად ბოლოში გაჟონილი სისხლისა, როგორი პასტელის ფერები აქვს ამ ლექსს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|