ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2021


***


ქვა წყალზე გასრიალდა
და ჩავარდა.
წყალმა ჩაძირვა იგულისხმა.
მოძრავი გახდა ყველაფერი.
იქამდე გაიწელა ნანახი,
სანამ თვალებში შეღწევით
წონასწორობას არ შეატყობინა
- თავს, სინათლის ფორმებზე ასკინკილა ხტუნვით კი არ დაკარგავ,
შენზე მზრუნველმა იმ ქოშინს უნდა მოარიდოს ხელის გულები,
რომელსაც სრული უფლება აქვს ამოგაყოლოს
დაცემინებას, როგორც გადამცდარი ლუკმა,
ან სულაც წაბლის ქერქის ერთი ნამცეცი.

25 იანვარი 2021 წლის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები