წელიწადები გაივლიან, შემოდგომები გაილევა. და ჩვენ კი არსად არ ვიქნებით. გადაირევიან ამინდები. წვიმებს გადარევას ვინ დაასწრებს.
თეთრი ღამეების იმპერია სანამ დაინგრევა ვიბაასოთ. მოგონებები ირღვევიან, იმპერიებიც ირღვევიან, აღარ თენდება გასაკვირად.
მოჩანს მდინარის განაპირა, ჰორები მთების შორიახლო. ადიდებულა ამასწინათ შეხედე, ახლაც ფორიაქობს. საზღვრებში ვერვის ვერ მოაქცევ.
იმდენი სათქმელი დამიტოვე. საქმენი - როგორაც ბარიტონი, შენს სათქმელს ჰყვირიან , დამიჯერე, ჩემი კი ვერაფრით ვერ ამოვთქვი. თუმცა კი არც გინდა გაიგონო.
აკიდი შეერწყა გალათეას, დამთავრდა ეს დიდი მარათონი. ჩვენ შორის პატარა ქალაქია, სადაც სულ წარსულზე კამათობენ. დრო არის საწამლედ გაჩენილი.
ვერაფერს უშველი მონატრებას, დღედაღამ ცდილობ და დაასკვენი. და ჩემზე მავანთა მონათხრობი მეორე ყურიდან გაასვენე. როგორი მყუდროა ერთგულება.
დადიხარ უღმერთოდ უმეცარი ფეხებში ედები პეიზაჟებს, მერცხლების წინა წლის ბუდესავით ჩამოშლილ ფიქრებში შეიმალე და კიდევ ცოტა ხანს გაუძელი.
მანამდე ეს წლებიც გაივლიან, და ჩვენ კი არსად არ ვიქნებით. წარსული როგორ გაილია, როგორ ქრებიან თარიღები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გმადლობთ, ანა, ვანანო ! გმადლობთ, ანა, ვანანო !
6. აქ ყველაფერი ზუსტია, არაფერი მეზედმეტა,არც დამაკლდა:) ++ აქ ყველაფერი ზუსტია, არაფერი მეზედმეტა,არც დამაკლდა:) ++
5. რაღაცეები ძალიან კარგია, რაღაცეები ნაკლებად. მე, შევაპატარავებდი:))
წარმატებები! რაღაცეები ძალიან კარგია, რაღაცეები ნაკლებად. მე, შევაპატარავებდი:))
წარმატებები!
4. გმადლობთ, ნინა. გმადლობთ, ნინა.
3. "დადიხარ უღმერთოდ უმეცარი ფეხებში ედები პეიზაჟებს, მერცხლების წინა წლის ბუდესავით ჩამოშლილ ფიქრებში შეიმალე და კიდევ ცოტა ხანს გაუძელი."
ლამაზი, სევდიანი, კარგად შესრულებული. "დადიხარ უღმერთოდ უმეცარი ფეხებში ედები პეიზაჟებს, მერცხლების წინა წლის ბუდესავით ჩამოშლილ ფიქრებში შეიმალე და კიდევ ცოტა ხანს გაუძელი."
ლამაზი, სევდიანი, კარგად შესრულებული.
2. მადლობა, ჯონათან ! მადლობა, ჯონათან !
1. კარგი იყო!
მიყვარს ეს ხუთსტრიქონიანი სტროფები, მითუმეტეს - ასეთი შესრულებით.
თითქოს, ალაგ-ალაგ, რაღაც ნაცნობი მელოდია ჩამესმოდა :)
კარგი იყო!
მიყვარს ეს ხუთსტრიქონიანი სტროფები, მითუმეტეს - ასეთი შესრულებით.
თითქოს, ალაგ-ალაგ, რაღაც ნაცნობი მელოდია ჩამესმოდა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|