ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფი-ფო
ჟანრი: პოეზია
9 მარტი, 2021


იმფრათ იყავ,რაფრათ მინდა....

(აჭარელი ბებიის წერილი სტუდენტ შვილიშვილს!)
-------------------------------------------------------------------
დედეშენმა ჩიმიკაკლა,
ჰაცხა მოწყობილხარ,თურმე!
რაფერ გამომაპარე და
უჩუმარაი რაფრათ უუდე?
მარტვაი დაგვტიე? რაღანა ქნა!
დიდხანს გევლოს სავალ გზებზე!
ღმერთით,ბელქი მჯობნი დარჩე,
აქაურ ჩემ ნაგაზებზე!
ტყვილაი რომ ფრაწა-ფრუწობენ,
ძიგარას რომ უბუღებენ,
სახლში ნენე-დედეის ხათრით,
ჩაისაც არ გაადუღებენ!
მათ რომ კითხო,-ბლატაობენ!
უძახიან ყველას სიმონს!
ნენეს ნათქვამს ვიღან ჩივის,
ბაბას მაინც მოუსმინონ!
შენ იმფერი რომ არ გვყავდი,
ინტიტუტშიც თავი შეყე!
პაწა ყუთით მე და დედეს,
როიცხა მეიცლი, დიგვირეკე!
რა წვალებით გამოგზარდეთ,
წლობით გიჭუჭკავდით ფარას!
როის გეიზრდება-იმის ცდაში,
დრო-ზამანი გეგვეპარა...
ამანკიდი,ფრთხილად იყავ,
გოგვებისთვინ როიცხა მეიცლი...
გიბლაყვებენ,-გეტყვიან რომ
შენ ხარ მათი ოქრო-ვერცხლი...
არ დეიჯერო ეგ ნათქვამი,
მერე რომ არ დარჩეს გვიან,
როის იყო დანახულს რომ
უცბაი სიყვარული ქვია?
მალე ჩამოი,გვენატრები!
ფეშტემლით ვიწმინდავ ცრემლებს,
სანამ ცოცხლები ვართ ნენი,
მოი და გვერდი დიგვიმშვენე!
ეჰეი,შენც რომ მოგესწრება,
შენნაირი ბღუნძლი შორვა,
გული რაფერ მოგიკდება,
რომ წავა და აღარ მოვა...
დეიმახსოვრე,ყველა დილას
მზეს აასწარ, ზეზე ადექ!
გამოკაცდი,მერე ნენი!
მთელ ქვეყანას გამოადექ!
ჩვენი სულის კუკული ხარ,
გედევქეცით ლაპარიკად...
სანამ ნიკოლაი ადგება,
მარობამდის კარქათ იყავ!
ჰო კინაღამ დამავიწყდა,
წასაღები დაგჩა წინდა,
მარტო შენ რომ გინდა,ნენი!
ისეც იყავ,მე რომ მინდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს