ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2021


ჰაიკუები

* * *
ობობა ქლიავის
ტოტებს შუა
ქსოვს არფას.

* * *
ღმერთმა ხავერდის კალთას
ხელისგული გადაუსვა.
ასე დააღამდა ზამთარს.

* * *
დილის მზემ გამოანათა.
ლოლოს უკანასკნელი წვერო
წვეთად გადაიქცა.

* * *
აპრილის წვიმა ვერასგზით
აქრობს დანთებულ ცეცხლს,
რომელშიც ვწვავ ქოლგებს.

* * *
გუბეში ჩადის საწვავი
და წყალი ფერადდება
ხოხბის მკერდივით.

* * *
ფთილა ღრუბელი
კენწეროს გამოედო. ცას
ატმის კვირტები დაებნა.

* * *
აჭერს ზაფხულის მზე.
შეკრული წარბები
ფიქრებს მიმძიმებენ.

* * *
მიწა ზანზარებს...
სადღა სჩანან
თივის ზვინები.

* * *
შუშის მწმენდავი
ცათამბჯენიდან
ადის მთვარეზე.

* * *
გაზაფხულის დილა
მენთოლის კანფეტივით
წუწნის სავსე მთვარეს.

* * *
ვეფხვები მატყლის ხიდან
მატყლის ხეზე გადარბიან.
ასეთია შემოდგომა ტროპიკებში.

* * *
ზამთრის საღამო.
ჩემი ოთახის თაროზე
დევს ჩემი ოთახი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები