ვზივარ და ვფიქრობ, ღამეა აღარც, ბნელ ჰორიზონტზეც არავინ არ ჩანს, ვუყურებ თოვას, ამ ბოლო ძმაკაცს, ძმაკაცს რომელიც ქუჩაში დამრჩა.
ჩიტების დამფრთხალ სუნთქვაზე უფრო, მაოცებს ჩემი და უფრო ვფრთხები და არაფერი მაქვს სასაუბრო, თოვლთან, რომელზეც არ მინდა ხლება
ხელების. ვგრძნობ, რომ ამ ღამეს ისევ, ვერ გაუძლებენ ქუჩის ქურდები და ბოლო თოვლში გაყინულ ქრისტეს, სიჩუმის ხმაზე ვესაუბრები.
ვზივარ და ვფიქრობ, ღამეა აღარც, მნელ ჰორიზონტზეც არავინ არ ჩანს, ვუყურებ თოვას, ამ ბოლო ძმაკაცს, ძმაკაცს რომელიც ქუჩაშ დამრჩა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რაღაც მსგავსს განვიცდი მეც თოვლის მიმართ :)
რაღაც მსგავსს განვიცდი მეც თოვლის მიმართ :)
1. განწყობისეული ლექსი. განწყობისეული ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|