ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზიანე
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2021


* * *

✳➖➖✳➖➖✳
იასამანი ატარებდა ბაღში გაკვეთილს,
ელამი თვალი მიებჯინა ტყემლის ხისათვის,
მოძღვრავდა ნუშსაც, ატმის რტოებს ადრე ატეხილს,( უმოწყალო სუსხით გაკვეთილს)
რომ არ დაეგდოთ აწი ყური მარტის თვისათვის...
თავსაც იქებდა - არ ვგავარო სიცეტით მე სხვას,
იმიტომ ვითმენ და ვამაგრებ დაბერილ კვირტებს,
რომ მერე ტურფა და საამო ყვავილი მესხას,
ხომ გაგიგიათ, ის მოიგებს , ვინც ჩემებრ ითმენს...
თავდახრილები ძლივს მალავდნენ დამცინავ რიდეს,
დარიგებებსაც შემოდებენ ხვალ სხვენის თაღში,
ვინ იცის იქნებ, სულაც ჩემთვის ჰყვებოდა იმ დღეს
იასამანი იმ მონოლოგს სამოთხის ბაღში?!
პ.ს. სათაურის შერჩევა მიჭირს,,იქნებ დამეხმაროთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები