ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2021


... გედის სიმღერა

მომხვიე ხელი სანამ დროა, მომხვიე ხელი
გამითბე ყინვის მოტივებით დამძვრალი ძვლები
დამშრალ ტუჩებზე სულის ნამით მასულიერე
თორემ უდროოდ გარდავიცვლები.

მომხვიე ხელი და მიმიზიდე შენს ძლიერ მკერდთან
სადაც გულის რიტმს ემორჩილება სისხლი ვენებში
დამალევინე შენი ხელით ნაჟური სითხე
ვიდრე უეცრად გარდავიცვლები.

და თუ არ მოხვალ, მერე იქნება სულ მთლად გვიანი
მერე იქნება მერეების ამაო ჯავრი.
მერე იქნება არაფერი, სულ არაფერი
თუ კი მომკლავენ.

მოდი ამ წამს და ჩამჩურჩულე ყურში სიტყვები
ამდენი წელი ამდენი ხანი რომ ელის სმენას
ჩემი სიზმრები გადმოვფინე ლექსად და აწი
დასანანიც კი არაფერია.

მომხვიე ხელი, თუმცა სიყალბეს ვერ აიტანს ერთი მტკაველიც,
გრძნეული კანი ვერ პატიობს დაცემას, ტყუილს.
ტკივილს ვერ ვანდობ ვეღარც მჩხიბავს და ვეღარც ექიმს.
და თუ კი მოვკვდი
და თუ კი მომკლეს
და თუ კი .... თუ კი....
იცოდე, სიმშვიდეში ფერი ვიცვალე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს