Იწყებენ ღამის უკოშმარო დღეების ათვლას მოსაცდელში მდგარი ქალები, თუმცა ვინ დარდობს ბნელ კოშმარებს, თუ ძილი იქნა. მოდის ექიმი, თეთრი ხალათი თითქოს ისე გამჭვირვალეა, მხოლოდ შეპარვით გახედავენ მოსაცდელში მდგარი ქალები. მოდის ექიმი როგორც ქვესკნელის გამგებელი ზესკნელის მეუფესთან დამარცხებისას, მოდის ექიმი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არასასურველი ნომრით. ალბათ კაცები დასახევად ამზადებენ წითელ პერანგებს, ალბათ წყალი მზად არის რომ ჩაყლაპოს ნაჭრებიანი კუბო, მოდის ექიმი როგორც კუბო მშვიდ მდინარეში. თეთრი ხალათის თეთრ ჯიბეში ჩხრიალებს ვერცხლი, ცხადია მალე ყველა რომა ცრემლით იცეკვებს, ყველას გულებში აენთება ჩარობის ცეცხლი, ხოლო ექიმის თეთრი ხალათის თეთრი ჯიბე, გავსებული ვერცხლის პირსინგებით, ან რომელიმე ახალ რომას გადაეცემა, ანდა გაყვება ნელ მდინარეს ნაჭრებთან ერთად. იცეკვე რომა, შენი სხეული ახლა როგორც საბადო ქარში, უხილავი და არსებულზე შეუცნობელი მიჰყვება წვიმის ნელსაცხებელს, მალამოდ ქცეულს, აქ დილაობით ვეღარ მოხვალ მშვიდი სახით და ვეღარც დღის ბოლოს იღრიალებ გაბრაზებული სარომაო, დასვრილ ბავშვებთან. მოდის ექიმი როგორც ქალებზე გამწყრალი მღვდელი, წუთი წუთზე რომ გამოაგდებს ეკლესიის ეზოდან, ატირებული ქალები კი დარცხვენილნი მოდიან შენთან. მოდის ექიმი, მოსაცდელში მყოფი ქალების მეთაურს იხმობს, Თეთრი ხალათის ჯიბიდან ბღუჯით იღებს პირსინგებს, საყურეებს, ხელის გულზე დაუყრის ბაბოს, თავს გააქნევს და წავა, როგორც ლამაზი მანქანიდან გადმოსული კაცი, ჯიბეში რომ ხურდას ეძებდა და ვერ იპოვნა.
Ცხადია, მოკვდა ბოშათა ჩარი. ჰაი გოგოებს, ლამაზებს და ეს ესაა დამკერდილებს ახლა ეშველად, ძალიან მალე დაეტყობა ყველას მუცელი, რადგან არავინ, სულ არავინ მოსთხოვს პასუხებს. გარეთ ყველა რომა ცეკვავს, სახლში პერანგს ჭრიან ქალები, მე კი ვუყურებ აღმოსავლეთს და მეღიმება, რადგან სულ რაღაც 14 წლის ვარ, ჯერ ისევ კაბის ჰორიზონტად გამომდგარ მუცელს ხელით ვეხები, ვიღიმები და აღარც მომავლის მეშინია, აღარც წარსულის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. თქვენი ნაწერების კითხვა ბოლოდან დავიწყე და აღფრთოვანებული ჩავედი თავში.
დიდი მადლობა ლიტერატურისთვის!
ძალიან დაწმენდილი ნაწერებია. თქვენი თემის ხმა მოგაქვთ ძალიან საინტერესოდ, თქვენი ტკივილები, ისტორია, ყოველდღიურობა, ტრავმები.
უკან მიმაქვს ჩემი წინა კომენტარი, ჩემი მოსაზრება სტერეოტიპებთან დაკავშირებით. მეც, გამოგიტყდებით და ლიტერატურული მისტიფიკაცია მეგონეთ.
დიდი მადლობა, რომ თქვენი განსხვავებული ხმა ასე კარგად გაგვაგონეთ! გარკვეული შემოლაწუნებაა თქვენი ნაწერები და თვალის ახელა, რომ ჩვენს ირგვლივ ადამიანები, საგნები და მოვლენები სხვა თვალით აღვიქვათ.
გულათადად გისურვებთ წარმატებებს! გთხოვთ, არ შეწყვიტოთ წერა.
თქვენი ნაწერების კითხვა ბოლოდან დავიწყე და აღფრთოვანებული ჩავედი თავში.
დიდი მადლობა ლიტერატურისთვის!
ძალიან დაწმენდილი ნაწერებია. თქვენი თემის ხმა მოგაქვთ ძალიან საინტერესოდ, თქვენი ტკივილები, ისტორია, ყოველდღიურობა, ტრავმები.
უკან მიმაქვს ჩემი წინა კომენტარი, ჩემი მოსაზრება სტერეოტიპებთან დაკავშირებით. მეც, გამოგიტყდებით და ლიტერატურული მისტიფიკაცია მეგონეთ.
დიდი მადლობა, რომ თქვენი განსხვავებული ხმა ასე კარგად გაგვაგონეთ! გარკვეული შემოლაწუნებაა თქვენი ნაწერები და თვალის ახელა, რომ ჩვენს ირგვლივ ადამიანები, საგნები და მოვლენები სხვა თვალით აღვიქვათ.
გულათადად გისურვებთ წარმატებებს! გთხოვთ, არ შეწყვიტოთ წერა.
11. გადატანილია “აგორაზე” , შემდეგი მცირე წარდგინებით
#ქართული_პოეზია_დღეს
ეს ავტორიც ლიტსაიტ ,,ურაკპარაკზე” გამოვარჩიე. რამ მიიპყრო ჩემი ყურადღება?! - არა მხოლოდ სათქმელის, პრობლემის თანამედროვეულობამ და აქტუალობამ ან ეგზოტიკურმა ანტურაჟმა ან თუნდაც გარემომ, არამედ ენის სისადავემ, ინტონაციის სიწრფელემ, პოეტიზმებისგან და თვით პროზაიზმებისგან გადაუტვირთავობამ, ასევე პოეტური ალუზიების ოსტატურმა გამოყენებამ. ვვარაუდობ, რომ იქ თავფურცელზე გავა.
გადატანილია “აგორაზე” , შემდეგი მცირე წარდგინებით
#ქართული_პოეზია_დღეს
ეს ავტორიც ლიტსაიტ ,,ურაკპარაკზე” გამოვარჩიე. რამ მიიპყრო ჩემი ყურადღება?! - არა მხოლოდ სათქმელის, პრობლემის თანამედროვეულობამ და აქტუალობამ ან ეგზოტიკურმა ანტურაჟმა ან თუნდაც გარემომ, არამედ ენის სისადავემ, ინტონაციის სიწრფელემ, პოეტიზმებისგან და თვით პროზაიზმებისგან გადაუტვირთავობამ, ასევე პოეტური ალუზიების ოსტატურმა გამოყენებამ. ვვარაუდობ, რომ იქ თავფურცელზე გავა.
10. საინტერესოა... საინტერესოა...
9. დაგუგლე -ვიკი გაბორ ნახე რა კარგად მღერის, ძალიან ძალიან მომწონს, მჯერა შენ მოგეწონება. დაგუგლე -ვიკი გაბორ ნახე რა კარგად მღერის, ძალიან ძალიან მომწონს, მჯერა შენ მოგეწონება.
8. აქა_იქ არ აწყენდა ხელი წაკვრა, მაგრამ ამ სახითაც სათავფურცლეა. +4 -ს ვტოვებ აქა_იქ არ აწყენდა ხელი წაკვრა, მაგრამ ამ სახითაც სათავფურცლეა. +4 -ს ვტოვებ
7. დარწმუნებული ვარ ერთი ნაწერი მაინც იქნება ამ თვის რჩეულებს შორის თავფურცელზე. მადლობა განსხვავებული ხელწერის და სიანტერესო ნაწერებისთვის. დარწმუნებული ვარ ერთი ნაწერი მაინც იქნება ამ თვის რჩეულებს შორის თავფურცელზე. მადლობა განსხვავებული ხელწერის და სიანტერესო ნაწერებისთვის.
6. ვიღიმები და აღარც მომავლის მეშინია, აღარც წარსულის. ვიღიმები და აღარც მომავლის მეშინია,
მომეწონა ეს პოზიტივი. ვიღიმები და აღარც მომავლის მეშინია, აღარც წარსულის. ვიღიმები და აღარც მომავლის მეშინია,
მომეწონა ეს პოზიტივი.
5. როგორ დამაჯერებლად იკინძება სიტყვების მატარებელი :) მეორეც წავიკითხე და მეამა. როგორ დამაჯერებლად იკინძება სიტყვების მატარებელი :) მეორეც წავიკითხე და მეამა.
4. Ჩარი _ ბოშათა ბარონი ( ისეთი მეთაური რომელიც ჩანს და ბანაკის უსაფრთხოებას აკონტროლებს) Რომა _ კაცობაში შესული ბოშა. Ბაბო _ მოხუცი ქალი, რომელსაც შრომა აღარ ევალება. Ჩარი _ ბოშათა ბარონი ( ისეთი მეთაური რომელიც ჩანს და ბანაკის უსაფრთხოებას აკონტროლებს) Რომა _ კაცობაში შესული ბოშა. Ბაბო _ მოხუცი ქალი, რომელსაც შრომა აღარ ევალება.
3. მადლობა პოზიტიური დახვედრისათვის. სიტყვა "უცხო" ზუსტად ის არის რაც მინდოდა მომესმინა. ძალიან მესიამოვნა. გაიხარეთ თქვენ . მადლობა პოზიტიური დახვედრისათვის. სიტყვა "უცხო" ზუსტად ის არის რაც მინდოდა მომესმინა. ძალიან მესიამოვნა. გაიხარეთ თქვენ .
2. საინტერესო და უცხოა<3 საინტერესო და უცხოა<3
1. საკმაოდ კარგი ნაწერია, კარგად მიგნებული დეტალებით.
საკმაოდ კარგი ნაწერია, კარგად მიგნებული დეტალებით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|