კარზე სამუდამოდ დარჩები "ალაჩოყ," ქათქათა ქმარს თუ მიმყიდიან მაინც დარჩები, რადგან ყოველი დარღვეული წესის მიუხედავად, ჩემი სისხლიდან ისმის "ჯელემ". ყველა სისხლს მისი ჰანგები აქვს, ბოშურს _ ბოშური.
აქ იჯდა ბაბო, ბაბოს სენდა არ სთხოვდა ქირას, თუმცაღა ბაბო ბანქოს შლიდა ყოველ ცისმარე, და ბღუჯა ხურდით ბრუნდებოდა საღამოობით. მისი სისხლიდან მესმოდა "ჯელემ" ბოშური ჰანგი.
სენდამ ცხენები როცა გაყიდა, ( იმ დღეს იმდენი კომბოსტო ვჭერი) კაცთა სუფრიდან ისმოდა "ჯელემ" ბოშათა ხმები, აქეთ ქალები ვისხედით ცალკე, და ყველა ჩვენი დაფარული საიდუმლოს ვერ გამხელის შიშით, ჩვენივე ხელით გადახვეულ ბრინჯისა და კომბოსტოს ღვეზელებს მეორე დღემდე ვიმარაგებდით.
კარზე სამუდამოდ "ალაჩოყ" სისხლში სამოდამოდ "ჯელემ," სხვისი თვალებით, ადვილად მოსახიბლი ბოშა, ( რა მალვა უნდა, სხისი თვალები რომ მართალნი არიან) ვიპარავ მათრახს, ბაბოს ბანქოს და ვიპარები, ჰო, ფული ფულად თეთრი კაცისგან, და ვნება ვნებად თეთრი კაცისგან, ბანქოს არავინ მოიძებნის, აი მათრახზე ჯერ არ ვიცი რა გადამარჩენს, მაგრამ რომც გაწყრეს ღმერთივით სენდა, სისხლიდან მაინც მოისმება ყოველთვის "ჯელემ" და სადაც წავალ იქ იქნები კარზე, "ალაჩოყ".
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ჯელემ .. ძალიან მომწონს ეს კოლორიტი ბრავო!!! ჯელემ .. ძალიან მომწონს ეს კოლორიტი ბრავო!!!
14. ნორმალურია, კიდევ რომელ ენაზე წერთ ქართულის გარდა?
ნორმალურია, კიდევ რომელ ენაზე წერთ ქართულის გარდა?
13. როგორ მიყვარს ჯელემ... არ გაგიკვირდეთ, ერთი კარგი შესრულება ჩემს ფლეილისტშია უცვლელად და დღეს ვუსმენდი კიდეც. თან ჩამესმოდა კითხვისას. საოცრად წერთ. როგორც ერთი მკითხველი, გთხოვთ არ შეწყვიტოთ ნაწერების გამოქვეყნება. როგორ მიყვარს ჯელემ... არ გაგიკვირდეთ, ერთი კარგი შესრულება ჩემს ფლეილისტშია უცვლელად და დღეს ვუსმენდი კიდეც. თან ჩამესმოდა კითხვისას. საოცრად წერთ. როგორც ერთი მკითხველი, გთხოვთ არ შეწყვიტოთ ნაწერების გამოქვეყნება.
12. მშვენიერია! მშვენიერია!
11. Და რომ იცოდეთ რატომაც არა? ჩვენი ერი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში სახლობს და სულ არ იქნება გასაკვირი რომც იცოდეთ კონკრეტული ერის ჰიმნი. საქართველოში იმდენი ერი ცხოვრობს მე რომ ვიოცდე ჰიმნები, კომპოზიტორი უნდა ვიყო, ან ნიჭიერი, სად მაქვს მაგის ტვინი. თბილისში დავიბადე, გავიზარდე. ადრე ყმაწვილობაში, კი როგორ არა მინახია ბოშათა გუნდი, მაგრამ რომ არ მოვიტყვილო ათი წელი იქნება, თვალიც არ მომიკრავს, ისე რაღაცნაირი კრძალვა მაქვს ბოშების მიმართ და ბავშვობიდანვე განცდაც. Და რომ იცოდეთ რატომაც არა? ჩვენი ერი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში სახლობს და სულ არ იქნება გასაკვირი რომც იცოდეთ კონკრეტული ერის ჰიმნი. საქართველოში იმდენი ერი ცხოვრობს მე რომ ვიოცდე ჰიმნები, კომპოზიტორი უნდა ვიყო, ან ნიჭიერი, სად მაქვს მაგის ტვინი. თბილისში დავიბადე, გავიზარდე. ადრე ყმაწვილობაში, კი როგორ არა მინახია ბოშათა გუნდი, მაგრამ რომ არ მოვიტყვილო ათი წელი იქნება, თვალიც არ მომიკრავს, ისე რაღაცნაირი კრძალვა მაქვს ბოშების მიმართ და ბავშვობიდანვე განცდაც.
10. Განმარტებები კომენტარშია მაგრამ შრიფტს რაიმე ჭირს? ჩემთან ჩვეულებრივად ჩანს. Განმარტებები კომენტარშია მაგრამ შრიფტს რაიმე ჭირს? ჩემთან ჩვეულებრივად ჩანს.
9. ვერავინ კითხულობს თქვენს ნაწერს. ეს ალაჩოყ და ჯელემ ცოტა მომაბეზრებლად ჟღერს, თანაც განმარტებების გარეშეა ვერავინ კითხულობს თქვენს ნაწერს. ეს ალაჩოყ და ჯელემ ცოტა მომაბეზრებლად ჟღერს, თანაც განმარტებების გარეშეა
8. Და რომ იცოდეთ რატომაც არა? ჩვენი ერი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში სახლობს და სულ არ იქნება გასაკვირი რომც იცოდეთ კონკრეტული ერის ჰიმნი. Თუმცა რომ არ იცით ეგეც არ არის დიდი პრობლემა :) Და რომ იცოდეთ რატომაც არა? ჩვენი ერი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში სახლობს და სულ არ იქნება გასაკვირი რომც იცოდეთ კონკრეტული ერის ჰიმნი. Თუმცა რომ არ იცით ეგეც არ არის დიდი პრობლემა :)
7. ყველაფერი კარგი მარა
Ჯელემ ჯელემ - კი გეცოდინებათ, ბოშათა ჰიმნი. და რატომ უნდა ვიცოდე?! 9რ ევა_ბოშა ქალი. 2021-06-14 14:06:50 ყველაფერი კარგი მარა
Ჯელემ ჯელემ - კი გეცოდინებათ, ბოშათა ჰიმნი. და რატომ უნდა ვიცოდე?! 9რ ევა_ბოშა ქალი. 2021-06-14 14:06:50
6. Მადლობა. Ეს ჩემი სამყაროა. Სამყარო სადაც გავიზარდე. Და მიუხედავად იმისა რომ ბევრ რამეს ვაპროტესტებ, მაინც მიყვარს. Მადლობა. Ეს ჩემი სამყაროა. Სამყარო სადაც გავიზარდე. Და მიუხედავად იმისა რომ ბევრ რამეს ვაპროტესტებ, მაინც მიყვარს.
5. სამივე ლექსი მომწონს ბოშური ციკლიდან . ვფიქრობ, საინტერესო ავტორი გამოჩნდა გვერდზე. ქულა ყველგან დავტოვე, კომენტარით აქ შემოვიფარგლები. წარმატებები.
სამივე ლექსი მომწონს ბოშური ციკლიდან . ვფიქრობ, საინტერესო ავტორი გამოჩნდა გვერდზე. ქულა ყველგან დავტოვე, კომენტარით აქ შემოვიფარგლები. წარმატებები.
4. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
3. ველოდები მესამე ტექსტს ველოდები მესამე ტექსტს
2. რა კარგად ხართ თემაში შესული და მკითხველსაც როგორ იტყუებთ :)
რა კარგად ხართ თემაში შესული და მკითხველსაც როგორ იტყუებთ :)
1. Ალაჩოყ _ ბოშური გერბი. (Ურმის თვალი) ბაბო _ მოხუცი ქალი რომელსაც ბოშათა მეთაური აძლევს უფლებას აღარ იმუშაოს, ასაკის პატივისცემის ნიშნად. Სენდა _ ბოშათა მეთაური
Ჯელემ ჯელემ - კი გეცოდინებათ, ბოშათა ჰიმნი. Ალაჩოყ _ ბოშური გერბი. (Ურმის თვალი) ბაბო _ მოხუცი ქალი რომელსაც ბოშათა მეთაური აძლევს უფლებას აღარ იმუშაოს, ასაკის პატივისცემის ნიშნად. Სენდა _ ბოშათა მეთაური
Ჯელემ ჯელემ - კი გეცოდინებათ, ბოშათა ჰიმნი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|