| ავტორი: ელადა ჟანრი: პოეზია 16 აგვისტო, 2021 |
ვიცი მიხმობს , მეძახის წმინდა ,,ჯეგე,, ილორის მის ნიშაზე ვლოცულობ, გზა ვარჩიე იოლი.... ამლახურს და ხაფშილას, აღარ შერჩათ ფოთოლი, მოწყენილია უმრევლოდ, გუდავა და ჩხორთოლი. ბედზე მოთქვამს უმრევლოდ, თვით ბედიის ტაძარი, საფლავს გმინავს ბაგრატ მეფე, ხმალს დაეძებს, სად არი? კანანელის წმინდა სისხლი, გადუფარავს აქ ქართულს და ამ წმინდა მიწაზე დღეს ხვდებით მავანთ აულს. იოანე ოქროპირი, ვერ ისვენებს კომანში, როცა ხედავს მისი მრევლი, აფხაზებს ყავთ კომაში. ლიხნს იქით და ლიხნს აქეთ, ხატებას სდით მირონი, შავ ზღვას ძმურად ერთვიან ენგური და რიონი. ვიცი მიხმობს, მეძახის წმინდა ,,ჯეგე,, ილორის ძმათა შერიგების თვის, გზა მასწავლოს იოლი...
ხმა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|