ქარში ფრიალებს მანდილი, ვუმღერ სიყვარულს დალოცვილს, ვარ იდეებზე აღზრდილი რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“.
დედამ მირწია აკვანი, ძუძუ მაწოვა ქართული, არ ამრევია გზა-კვალი, დავდივარ წელგამართული.
მხიბლავს ლამაზის დალალი, მსურს ღვთისმშობელი მწყალობდეს, გული-სუფთა და ალალი სიყვარულისთვის გალობდეს.
ქარში ფრიალებს მანდილი, ვუმღერ სიყვარულს დალოცვილს, ვარ იდეებზე აღზრდილი რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“.
ჰოდა, სანამდე ვარსებობ, სანამ მწვავს მზე, ათინათი, მიყვარხართ ლამაზმანებო: ნესტან-დარეჯან, თინათინ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. არაჩვეულებრივია,როგორ ყოველთვის. არაჩვეულებრივია,როგორ ყოველთვის.
3. კარგი სატრფიალოა კარგი სატრფიალოა
2. კარგი სატრფიალოა კარგი სატრფიალოა
1. კარგი სატრფიალოს. კარგი სატრფიალოს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|