ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
13 დეკემბერი, 2021


ბებო ჯადოქარია

ბებო ჯადოქარია
ოღონდ მართლა ნამდვილი,
შელოცვისთვის სჭირდება
შავი დანა, მანდილი
ხელზე მქონდა მეჭეჭი
დედამ სად არ მატარა,
ბებოს ლოცვით გამიხდა
წერტილივით პატარა.
ლოცვა უნდა ყოველთვის
თურმე ახალ მთვარეზე
ბებო თქვენაც მოგარჩენთ
ჯიბლიბო გაქვთ თვალებზე?
აქვს მრავალი ნაყენი
პიტნის, მოცვის, კუნელის,
გქონდეთ ბებოს იმედი
მისი წამლით კურნების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები