ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2022


...

მოვალ! ენგურივით ტანზე მოგევლები.
მღვრიე ვითარეშებ უცხო  სარეცელზე,
და შენი სხეული თეთრად მოელვარე
თრთოლვით გაეხვევა ალის საცეცებში..


მერე სტუმარივით (უცხო კარ-მიდამოს)
წილი ოცნებიდან დავათვალიერებთ,
სადაც შენ დედოფლობ და მე  კაპიტანი
ვსერავ ათას ზღვას და ვანგრევ ბარიერებს...

რომ ცის სიელვარე გიშრის ნაწნავებში
ვარსკვლავებიანად ფრთხილად მოვაბნიო,
თუნდაც ამიჯანყდნენ, მდიონ საწამებლად
მთელი სამყაროდან როგორც მორდიორს...

მოვალ. დამიძახე! ტკბილი სიზმრებიდან;
ტანზე მოგახვიო ალის საცეცები,
როცა ღამეები ფუჭად იზრდებიან
ფიქრით დაობებულ  უცხო სარეცელზე.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები