გადიან წლები და ვიცვლები ამინდივით, ხან ვმზეობ, ბოლო დროს ღრუბლებად შევიყარე. სხვა ქალმა ტკივილი ვერაფრით დამიამა სხვა ქალი შენსავით ვერაფრით შევიყვარე.
გადის დღეები და თოვასაც გადაიღებს ქარების უსაშველოდ ნატიფი ფორიაქი. რამდენი გიწერე და ერთიც ვერ წაგიკითხე- ლექსებს ვინ კითხულობს ახლა როიალთან?
ახლა სულ სხვა ხარ და ჩემში არ გაზრდილხარ, ჩემში ძველებური მზერით იმზირები. აღარ მიყვარხარ და მაინც რა კარგი ხარ. აღარ მიყვარხარ და მაინც ვიძირები
ზოგჯერ, უსაშველოდ ლამაზ ჩანჩქერებში მხრებზე რომ გეყარა, როცა შემიყვარდი. მერე ეგ დღეები ნელა ჩაიფერფლნენ, წლებმა სიყვარული ფერფლად მიითვალა.
ახლა ზამთარია... ცივი ქარებია... კიდევ უფრო ცივი არის დაღამება. ალბათ, ოცნებებიც სადღაც მთავრდებიან. ვიცი, (უსაშველოდ) მეც რომ დავმთავრდები
და რომ დავმთავრდები, მე ეს არ მაშინებს... ბოლოს შენც გადაკვეთ მიჯნას სიზმარეთის. ერთი ესაა, რომ წიგნში სანიშნივით ჩარჩენილ მოგონებად დარჩება ყველაფერი
როგორც მიყვარდი და როგორც არ მიყვარდი და ამ ორ ცნებაში ახლა იმდენია სათქმელი ჩაგმანული, ვიცი გამიტაცებს და დამაწერინებს, რაც არ მიწერია
აქამდე. არ ვწერე სწორედ იმიტომაც, რომ ვიცი, რაღაცებს ვერ იტყვის სიტყვები. გადიან წლები და ჩემს დიდ სიყვარულზე მე ჩემი ერთგული დუმილით გიყვები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რა მშვენიერი ლირიკაა- ათასგზის ნათქვამი და მაინც განსხვავებულად თქმული.
რა მშვენიერი ლირიკაა- ათასგზის ნათქვამი და მაინც განსხვავებულად თქმული.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|