ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2022


წიგნებს ვიბარებ წონით

ფასი აბაზი კილო,
ვიბარებ წონით წიგნებს,
მერე ,,ვაგზალზე,, ყიდის
  იღებს სარფიან წილებს.
    რას აღარ ნახავთ აქვე,
რომანს, პროზას და ესეს,
,,ტრამალის მგელი,, მიყურებს


საფლავში ბრუნავს ჰესე.
აქვეა ბლოკი, ბენსი,
თუ პოეზიას ეტრფით,
თურმე დამთავრდა ბავშვობა,
ზღაპრები ყრია ეტლში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები