ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2022


ფშავის მონატრება

მენატრება ვაჟას ფშავი
და წყაროს წყლის შესმა პეშვით,
მსურს: მთის მკერდზე მედოს თავი,
ლამაზების მწვავდეს ეშხი.

მენატრება ფშავის ნახვა,
დათოვლილი ჩარგლის მთები,
წრფელად მჯერა: კიდევ ვნახავ
და უღვინოდ დავითვრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები