ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2022


ტყვედ აიყვანეს ეს გაზაფხული....

ვეღარ მოისხა მარტმა კვირტები,
კვლავ ჩაიმალა მიწაში ია,
ისევ გრუხუნებს და იწვის ზეცა,
თოვლში დამსკდარი ჭურვები ყრია.
ახლოს ომია, ხოცავენ ბავშვებს,
გულს რა გამითბობს ასე დაზაფრულს,
გაუწყლოებას თოვლით რომ  ივსებთ,
როცა ბუნკერში ხვდებით გაზაფ
ხულს.

ტყვედ აიყვანეს ეს გაზაფხული



მიწას ტანკების არტყია ხნული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები