ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2022


სიყვარულის ქვრივი ქალი

    ანა კალანდაძეს

თხილიანას გზაზე მიდის,
სიყვარულის ქვრივი ქალი,
თავს დაიხუროს უკადრისა,
თმებს უწეწავს ზურგის ქარი.
რა სენი გვჭირს ამ პოეტებს,
გულში ჩუმად ვეტრფით სხვის ქმრებს,
სიცოცხლეში უთქმელ გრძნობას,
მერე ვუმხელთ საფლავის ქვებს.
ფშავური ზამთარს შემოდგომა,
ნაადრევად დახვდა მთაში,
და საფლავის დამჭკნარ ყვავილს,
ქარი აწნავს ახლა თმაში.....



,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები