ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
1 აპრილი, 2022


***

რა უნდა გითხრა.
მე სათქმელი არა მაქვს გრამი,
ერთი მტკაველიც
აღარ დარჩა სულში საწერი
და ამიტომაც
აქამომდე მითქვია რაც კი
მხოლოს და მხოლოდ
ესღა დამრჩა შენთვის სათქმელად.

წასვლა რა არის, მე მოსვლითაც ვერ ვიტრაბახებ.
ფეხებს ვერასდროს ვარიდებდი ცხოვრების ნაღმებს
და ჩემს წარსულზე ალესილი ყველა ნაჯახი
ჩემი მომავლის სუსტ ნარგავებს დღეს აცლის თავებს.

წავლა რა არის...
მოსვლის შემდეგ, არაა წასვლა -
დარჩება უკან ნაფეხური
ფურცელზე თეთრი.
მე დღეს შენამდე ვერ მოსული ძახილის ხმა ვარ,
რომელშიც სუნთქავს
მახსოვრობის უკვდავი ღმერთი.

რომელიც არის ერთადერთი საწვავი გულის
და რომლის ფეთქვაც ალაგ-ალაგ ამკვეთრებს ფერებს.
მერე კი რჩება ეს სამყარო (მარტივად) რთული
მარტო პირისპირ თავის თავთან. ვერ მოსვლის მერე

მარტოობაა, ჭლექივით რომ
ფილტვებში დადის.
თითქოს ჭლექივით მეც მოვედე
ქალაქის სხეულს,
რომ კვლავ მოვძებნო ძველ ქუჩაზე ძველივე სახლი
რომელშიც შენი ხმა არ ისმის. ითოვა წლეულს

ისე ხანგრძლივად, უსაშველოდ,
თითქმის დავბერდი
და დავივიწყე, როგორ თრთოდნენ შენი თითები
ნოემბრის ქარში. ცარიელი ახლა სავსებით
ვცდილობ და მაინც ვეღარაფრით ვეღარ ვივსები,

რაც ღირს ცხოვრებად. რაც ღირს ბრძოლად. როგორ შევმცირდი -
თითქოს სიკვდილმა თავის სულში მაჩუქა მიწა
და რომ სიცოცხლის სიამაყით ისევ შევივსო
და რომ განვახლდე, თავს გიხრი და უბრალოდ ვფიცავ

წინაშე ყველა ვერნახული სიზმრის და ყველა
ოცნების, სადაც დავდიოდი ღიმილით სავსე,
რომ ამ უძილო ღამეების ქვასავით მერქანს
გავთლი და მხოლოდ უსიტყვობის წერილებს დავწერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები