ზულეიხანასთვის ერთფეროვნად იქცა კაცის კვლა. რაც მეტს კლავდა, მით უფრო უქრებოდა იმის შეგრძნება, რომ მკვლელია. როცა თხრილში ემალებოდნენ მიდიელებს, სწორად მაშინ წამოროშა ამის შესახებ ილჰამთან, მაგრამ ილჰამი სხვაგან წავიდა, ომში მოკლული კაცი არ იწერება შენ სინდისზე ალაჰის წინაშეო. - ერთი ქალი რომ მყავდეს მოკლული, ან ერთი კაცი, კიდე ჰო. ასობით მიდიელი მყავს მოკლული... რანაირი მკვლელი გამოვდივარ?! მარა, ილჰამ, მინდა ერთხელ და სამუდამოდ გავიგო თუ რა არის მკვლელობა. ვიგრძნო ნამდვილი სიცოცხლის მოსპობა. მიდიელები რობოტებივით არიან. თითქოს რობოტებს ვკლავდე. ალბათ ისინიც ასე ფიქრობენ ჩვენზე, თუმცა არც ერთი მხარე ცდება. - ამარ, გახსოვს რისთვის ვებრძვით მიდიელებს?! გვერძე თხრილიდან ამარმა ამოყვირა: - ისინი ჩვენი მტრები არიან, ამიტომ! - გარსან, შენ თუ გახსოვს?! - მიდიელები ჩემ პირველ ცოლზე უფრო მეტად მეზიზღებიან. შემდეგ მის გვერდზე მწოლიარე ილჰამს კითხა იგივე, თუმცა ადეკვატური პასუხი ვერც მისგან მიიღო: - მამაჩემი სარზე წამოაცვეს სოლომონიიის ცენტრში და პირადად მე ამიტომაც ვარ აქ. ჩვენ და მიდიელები ერთნი ვართ, ამიტომაც ვხოცავთ ერთმანეთს. - ჩვენ იმიტომ ვომობთ მიდიელებთან, რომ ის ჩვენ ვართ! „ფილოსოფოსი“ ზულეიხანის აზრებს არავინ იღებდა სერიოზულად. ფილოსოფოსი იყო და იმიტომ.მაგრამ ყველა პატივს ცემდა, ძლიერი კაცის გული ქონდა და ეს საკმარისი იყო აქემენი კაცის პატივისცემის მოსაპოვებლად. ერთხელ წამოროშა, ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ ვისაც სიკვდილი მთელი გულით უნდა სწორად ისინი ცოცხლობენ დიდ ხანს, მაგრამ არა ბედნიერადო. იქნებ ალაჰი რეალურად ჯოჯოხეთის დარაჯია?! ჰა, იჰლამ?! ხომ შეიძლება ასეც იყოს?! - და რა არის ზულეიხან ჯოჯოხეთი?! მე ამაზე არ ვფიქრობ. ჩემ თავში მხოლოდ სამოთხეა. ლამაზმანი ქალწულებით გამოტენილი სამოთხე. - ჯოჯოხეთი ციხე უნდა იყოს. იქ, სადღაც რეალურ სამყაროში ძალიან ცუდად მოვიქეცით და აქ გამოგვკეტეს. ვინც დიდ ხანს ცოცხლობს, ის ყველაზე დიდი დამნაშავე გამოდის. ვინც ბავშვობაში მოკვდა მას მსუბუქი დანაშაული ქონდა ჩადენილი ალბათ. თვითმკვლელობა კი არ შეიძლება, ეს ციხიდან გაქცევას ნიშნავს და სასჯელს გიმატებენ ხელმეორედ დაბადებით. კი, ასე უნდა იყოს. იმ დღეს ბევრი მიდიელი დახოცეს. კლდეში ჩაშენებული ბაზა მთლიანად გაანადგურეს. ძალიან მძიმე შეტაკება იყო, თუმცა ავია დახმარებამ ყველაფერი აქემენების სათავისოთ დაასრულა. შუა ღამეს, მთვარემ მზესავით გაანათა. ჩამოჯდნენ ბიჭები კდლის თავში და მიდიელების გამოხდილი არაყი დალიეს. ვისაც დალევის გუნება-განწყობა არ ქონდა, დაჭრილ ჯარისკაცებს ალაპარაკებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ. ზულეიხამ ნამთვრალევს დიდ ხანს უყურა მთვარეს და ბოლოს ქვიშაში დაიძინა, დილა კი ნამდვილად ჯოჯოხეთური გათენდა. მზის შუქმა უფრო მკაფიოდ გამოაჩინა დამწვარი და სისხლიანი მიწები. ისე დააცხუნა რომ ყველა ოფლად დაღვარა. ნაბახუსევი ერთი ორად აიძულებდა ყველას რეალობის აღქმას. ამ ყველაფერს არაყი ვეღარ უშველიდა. და ასე გამოიყურებოდა გამარჯვება. - ბიჭებო, საერთოდ წუხელ ვინ გაიმარჯვა?! შეხედეთ ამ ძირს დაყრილ მიდიელებს, როგორ მშვიდად არიან. მოკვდნენ და მოიპოვეს სიმშვიდე. ჩვენ კი ხელები სისხლში გვაქვს, გვცხელა, გვტკივა, წინ კი კვლავ უამრავი ბრძოლა გვაქვს გასავლელი. ბოლო-ბოლო მითხარით წუხელ ვინ გაიმარჯვა, ჩვენ თუ ამ დამპალმა მიდიელებმა?! როცა სპარსეთი მზის პირისპირ დადგა, ჯარისკაცების წინ უდაბნოს მტვერში გახვეულმა ჟირაფმა გაიარა. ჟირაფი მათ ორას მეტრს აშორებდა. ერთიანი ბუტბუტი ატყდა: - აქ ჟირაფს რა უნდა?! - სიზმარია თუ ცხადი ვეღარ გაიგებს კაცი, ეს გუშინდელი არაყის ბრალი იქნება. ერთმა ისიც კი წამოიყვირა, მიდი, ილჰამ, თავში თუ დააჭედებო. ზულეიხანამ კი მაგას მაგრად მოცხო ყბაში, თვალები დაუბნელდა და ძირს გაეფინა მკვდარი სულივით. - არავინ ესროლოს ჟირაფს! ის სიცოცხლეა! ჩვენგან განსხვავებით ცოცხლობს! - თქვა ეს ზულეიხანამ და ჟირაფისკენ წავიდა. სხვა ჯარისკაცები კი თითქოს დარწმუნდნენ მის არანორმალურობაში და ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა. - ასე იცის ომმა... - თქვა ილჰამმა - თუ ომში სხეული გადარჩა, სული აუცილებლად მოკვდება. ჟირაფი უფრთოხდა ზულეიხას. ერთმანეთს ვერაფრით უახლოვდებოდნენ. მაგრამ ზულეიხა არ ნებდებოდა, გაუჩერებლივ მისდევდა. თუ ჟირაფი მირბოდა, ზულეიხაც მირბოდა. თუ ჟირაფი ნელა სიარულს იწყებდა, ზულეიხაც ნელა მიყვებოდა. ის თავიდან ვერ აცნობიერებდა თუ რატომ აკეთებდა ამას, მარა შუა დღის მიწურულს, როცა მათარიდან წყლის ბოლო ყლუპები მოსვა თავში გაუნათდა, რომ სიკვდილი თავად იყო და ეს მოეწონა. ჟირაფი მასში სიკვდილს ხედავდა და ამიტომაც გაურბოდა. უბრალოდ ზულეიხანას ცელის ნაცვლად კალაშნიკოვი ეჭირა და შავი მოსასხამის ნაცვლად დაფლეთილი ბრონი ჟილეტი ეცვა. ზულეიხამ პროცესით ტკბობა დაიწყო. ახლა უკვე შეგნებულად აღარ უახლოვდებოდა ჟირაფს რომ მისი შიშის ბალანსი არ დაერღვია. ხანდახან სპეციალურადაც შორდებოდა, კლდეების ჭრილიდან აკვირდებოდა ისე, რომ მას ვერ დაენახა, რადგან იცოდა რომ ყველაფრის მიუხედავად გრძძნობდა ზულეიხანას მთელი თავისი არსებით. ჟირაფი იყო ზულეიხანაში და ზულეიხანა ჟირაფში. ასეთი ერთობა არც ერთს არასდროს უგრძვნია. სამ დღიანი მოგზაურობის შემდეგ ჟირაფს ფეხები მოეკეცა და ძირს დაენარცხა. ზულეიხანა ნელა უახლოვდებოდა, მარა არც ისე ნელა, რომ უიმისოდ მომკვდარიყო. ის ყველაფერში ბალანსს იჭერდა. ახლად მიახლოვებულმა თავისი კალაშნიკოვი გადატენა და ტყვია პირდაპირ თავში დაახალა. ასე გაანთავისუფლა ჟირაფი აბსოლიტურად ყველაფრისგან. როცა ზულეიხა მოტრიალდა და აღარ იცოდა რა ეკეთებინა, რისთვის ეცხოვრა, იქვე, ას, ას ორმოცდაათ მეტრში, კლდეებში ჩამალული მიდიელები დაინახა და მიხვდა, რომ ჟირაფი თავად იყო. ჟირაფი-ზულეიხა მთელი თავისი არსებით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ერთგვარი იგავია, მოთხრობა-იგავი. თავისებური თემაა სიკვდილ- სიცოცხლეზე, ჟირაფისთვის ზულეიხანია სიკვდილი. ხოლო ზულეიხანისთვის - მიდიელები, ანუ თვითონ აღმოჩნდა ჟირაფის როლში.
ერთგვარი იგავია, მოთხრობა-იგავი. თავისებური თემაა სიკვდილ- სიცოცხლეზე, ჟირაფისთვის ზულეიხანია სიკვდილი. ხოლო ზულეიხანისთვის - მიდიელები, ანუ თვითონ აღმოჩნდა ჟირაფის როლში.
2. თქვენი ტექსტები ყოველთვის კარგად იკითხება :)
საინტერესო პროზაიკოსად ჩამოყალიბდით...თითქმის :)
სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე თქვენი სხვა მოთხრობებიც მახსოვს-მსუბუქად ფილოსოფიურები.
ეს "ჟირაფი-ზულეიხანი" ყველაზე კარგია მათ შორის- მე ასე მგონია :)
თქვენი ტექსტები ყოველთვის კარგად იკითხება :)
საინტერესო პროზაიკოსად ჩამოყალიბდით...თითქმის :)
სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე თქვენი სხვა მოთხრობებიც მახსოვს-მსუბუქად ფილოსოფიურები.
ეს "ჟირაფი-ზულეიხანი" ყველაზე კარგია მათ შორის- მე ასე მგონია :)
1. ძალიან მჭირდება ამ პატარა მოთხრობის შეფასება :( როგორ იკითხება ან საერთოდ რა არის )) ძალიან მჭირდება ამ პატარა მოთხრობის შეფასება :( როგორ იკითხება ან საერთოდ რა არის ))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|