ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2022


ორთქლი ფანჯრებზე

ზამთრის დღეებში უფრო მიჭირდა უდედობა.
დროდადრო ჩაიდანს ვადუღებდი,
იორთქლებოდა ფანჯრები
და რვა წლის ბავშვი
ვქმნიდი მარტივ იმიტაციას
- დედა სახლშია.

როცა თითქმის შვილს მიწა მივაყარე,
( ერთი მუჭაც კი ვერ გავბედე)
მას მერე მიჭირს.
მას მერე მიჭირს
დაორთქლილი ფანჯრის ყურება
- დედა სახლშია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს