ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2023


გამოფხიზლება

მოულოდნელად ჩემი ხელი ისე დამძიმდა,
ის სიკაშკაშეც თვალს რომ მჭრიდა
რატომღაც გაქრა
მოულოდნელად...

არვიცი იქნებ ფქვილში ხელმა,
მიწაში ხელმა,
ან იქნებ სულაც შენებისას აგურის თრევამ,
რეცხვამ და წმენდამ გამოახუნა.
შვილებისათვის კერძის ხარშვისას ორთქლმა დაბურა,
ალაგ-ალაგ ნაკაწრებიც გამოუჩინა
დრომ თავისი ქნა...

დრომ თავისიც თქვა,
მიწამ მისი
და იმ ვარდებმა ფრჩხილებით რომ ვუკაწრე მიწა - გაიყვავილეს,
და ის ნერგები ჩურჩულით რომ სულს ვუბერავდი- ნაყოფს ისხამენ
და ცხელი კერძიც შვილებისთვის სულ შეიჭამა,
სახლიც წკრიალებს...

მაგრამ შენ სად ხარ?

თუ აქ ხარ, რატომ არ გიცინის თვალის ჭრილები ,
უკვე ნაოჭებ შეპარული და ნაცრისფერი?
თუ აქ ხარ,
რატომ არაფერს გრძნობს  საკუთარ თავთამ შეხებისას შენი ხელები?
თუ აქ ხარ,
მაგრამ მაინც არ ხარ,
მაშ რისთვისღა ხარ არაფრისმთქმელი?


და მაინც
შენი საქორწინო ბეჭედი სავსე მთვარესავით მრგვალი
ისე უეცრად დამძიმდა, გახდა ისეთი მკრთალი,
(არადა ისე ანათებდა, იყო ისეთი მჩატე...)

გამოფხიზლებამდე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები