ვიცი რომ პირველი ვარ, ვინც ზაფხულის შუა დღეს გახურებულ კრამიტებზე დაჭერობანას თამაშის დროს იგრძნო რაღაც განსაკუთრებული, სადაც ცა იყო ოკეანესავით ლურჯი და აქა იქ მიმოყრილი ქონდა თოვლი... კი არადა, ღრუბელი. ოღონდ, ეს ყველაფერი ჩემში რომანტიზდა მაშინ, როცა გავედი იმ სამყაროდან, სადაც ბავშვები გახურებულ კრამიტზე დარბიან და არ იციან საერთოდ თუ არსებობს ამ უბნის გარეთ სამყარო. სადაც, ახმეტელის თეატრი იმ სიშოროზეა, როგორც ახლა კეპლერ რომელიღაცა, რაც კი წააგავს დედამიწას, მაგრამ, მგონი დედამიწისა არაფერი სცხია. არ ვიცი რა შეიცვალა მზემ, მაგრამ მაშინ ძალიან თეთრი იყო, თითქოს, ატმოსფერო კი არ ავლენდეს მის შეფერილებაზე გავლენას, არამედ ჩემი შინაგანი სამყარო. ბნელდება და თეთრდება, ხასიათებისდა მიხედვით... კი არადა, სამყაროების მიხედვით. და ისიც ვიცი, რომ არავის უგვრძნია ვაზში ჩამალულს, დამალობანას თამაშის დროს, რომ შეიძლება, ახლა საერთოდ ვერავინ, ღმერთიც კი ვერ გხედავდეს, და როგორი სასიამოვნოა, როცა არარსებობ, იმიტომ რომ, თუ ვერავინ გხედავს, ესე იგი, არ ხარ. გადამფრენი ჩიტები, ხეები, კიბეები, ნაპრალებ ჩამომსხვრეული კედლები, ყველაფერი გეძახის, რომ აბობღდე სახურავზე და ირბინო კრამიტებზე, მაგრამ იმ ასაკისა აღარ ხარ... კი არადა, იმ სამყაროში, აღარ ხარ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. არ უნდა ამდენი ფიქრი, მონატრება.ყველა ასაკს აქვს თავისებურება და სილამაზე. არ უნდა ამდენი ფიქრი, მონატრება.ყველა ასაკს აქვს თავისებურება და სილამაზე.
1. ისევ ყოფნა- არყოფნის ამბავი :)
ისევ ყოფნა- არყოფნის ამბავი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|