ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დეკაბრისტი
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2023


ჩემო ელეინ!

" ...თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ."
პავლეს ეპისტოლე

*
ცხოვრების ყველა საფეხური არის ანონსი...
დღეს არჩევანი წაგართვეს და შეგრჩა უფლება,
რომ იმ ზღვის ნაპირს მიუყვები, რომელიც მოსემ
ორად გაყო და არაფერი არ გემუქრება.
ამაოება გიცავს, რადგან - (მუნჯი რეგენტი),
საფრთხის ტორნადო შენს არსებას არ ეგულება,
გასწავლეს, გახსოვს, როგორც ტილო ვინმე რემბრანდტის
უძღები შვილის შეიძლება სულ დაბრუნება
შინ!
სადაც დათქვი დაარღვიო ათივე მცნება,
გპატიობს რადგან ევამდელი ევანგელეი
და უფრო მეტიც –
შენებურად წარმოიდგინე
(რეალობა კი სულ სხვა დარჩა ჩემო ელეინ...)
ხელის გაწვდენის მანძილზე ხარ ეკლესიასთან,
ფეხის გადადგმის მანძილზე ხარ თვითმკვლელობამდე,
თვალდახუჭული დადიხარ და ღმერთის ძებნაში
დრო მოვიდა და
სამწუხაროდ ღმერთი დაკარგე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები