ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2024


სამშობლოვ ჩემო

ხმაალესილნი წვანან მეფენი
,,ნაშამქორალი" ,,ნადიდგორალი"
ხანაცაც წაღმა და ხშირად უკუღმა
დასტრიალებდათ ბედის ბორბალი.
ხანაც სულთანი ხანაც ყაენი
ხან შინაური, ხანაც მოყვარე
კარებს გინგრევდა ხან ყველა ერთად

თუმცა არ იყავ არვის მოვალე.
ჩამოგვჩოჩეს აქვეა სარფი,
სხვისი გამხდარა ლორე და ყარსი
სადღაა შენი ძირძველი კახი
დარუბანდს უკვე გადმოსცა ლარსი.
მეზობლები კი დაგრჩა უცვლელი
თუმცა საზღვარი ბევრჯერ გიცვალეს
კვლავ თვალი ისევ შენკენ უჭირავთ
და აღარ უნდათ ,,ნატო" გიცავდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები