| ავტორი: ელადა ჟანრი: პოეზია 23 აპრილი, 2024 |
ვინ იცის ამ ძველ ქალაქში ოდეს
დუღდა ცხოვრება, დუღდა ბოჰეა ვინ იცის რამდენ აქ ჩავლილ მგოსნებს, მათთვის უხღვნიათ ლექსი, პოემა. რიონის სიო მარაოს ცვლიდა როცა ჟინჟლავდა ან წვიმა ცრიდა აივნებიდან ბანოვანთა ხმა, ჰგავდა ღვთიურს ჩამოსულს ციდან. და მთვარე ღრუბლებს გამოქცეული თეთრი ხიდიდან როცა ხდებოდა ბადეს გაშლიდა გიმნაზიელი და დილით ლექსი ამოჰყვებოდა. სათაფლიაზე მინდვრის გიჟები იყო მგოსანთა მუზის სავანე შარავანდს ფენდათ ბაგრატის ტაძრის აღმაშენებლის წმინდა საძვალე....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|