 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 28 მაისი, 2024 |
ესაა შენი ქარიშხალი, ესაა შენი უძილობა, ჩამოეშვება ქორი შხუილით და დაფრთხებიან წიწილები, მერე რაღამ უნდა მოგასვენოს. იქაც იყავი და აქაც ხარ, სადაც გიფიქრე და გისურვე, იმ მტაცებელივით დამაცხრა, ცხრა-მთა გადახვეწილს ისარი, ხეტიალისგან რომ დაიქანცა, სიფრთხილისგანაც დაიცალა, ბუნაგსაც ისე გაეცალა, თითქოს არხეინი ყოფილიყო. ესაა შენი სამძიმარი, ესაა შენი ყურძენი, ალბათ ძალიან სამძიმოა, ღვინო დაძმარდა და ამოქარდა, ქვა გაიპო და გამოვარდა იქიდან შიშის ნაფლეთი, მე კი ვაგროვებდი ძირნაყარ, ვაზის ფესვებთან მიმოფენილ შენგან ჩამოცვენილ სიმშვიდეს, თვალსაც გარიდებდი ქურდივით, უკან დაბრუნების რიხით. ესაა შენი მგზავრის თვალი, ესაა შენი შვილის თმენა, მთელი სიყვარული მისახსოვრე, მთელი სამყაროსთვის საკმარისი, თავნებობამდე გამამხნევე, გულთბილობამდე დამამშვიდე, თუმცა არასდროს არ ვიცოდი, როდემდე უნდა მეთვალთმაქცა, როდემდე უნდა მეტრიალა საკუთარ თავში უსასრულოდ, ჩემო სამშობლოვ - მიპასუხე! სადაც გეგულები, იქაც არ ვარ, როგორ დაგიშავო უფრო მეტად, როგორ გაგიმხილო ამისთანა გაუხეშებული სიყვარული?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ამაზე მეტად როგორღა უნდა იყო აქ....
ამაზე მეტად როგორღა უნდა იყო აქ....
2. დიდი ლექსია ეს, დიდზე დიდი. დიდი ლექსია ეს, დიდზე დიდი.
1. ჩემო სამშობლოვ-როგორი ტკბილია... ჩემო სამშობლოვ-როგორი ტკბილია...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|