ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
16 აგვისტო, 2024


კაბის ფერი

გუშინ ბაღში მეცვა
მე კაბა ახალი,
ცისფერი გიხდება
მეუბნება ლალი.
კესანეს ფერია
მიჩურჩულა ცისიმ,
ჩემზე უფროსია,
ალბათ უკეთ იცის.
მე კი დედამ მითხრა
ვარდკაჭკაჭას ფერი,
მისი უფრო მჯერა,
იცის ყველაფერი.
მე კი ვზივარ ახლა
კაბას ვაწყობ ფანქრებს
და ვაჩვენებ ყველას
მე უტყუარ ფაქტებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები