ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიშნები და კუთხეები
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2024


UPეთქება

***
გადმომაქვს წვიმები ბღუჯებით,
არა გვაქვს საზღვრები და მაინც
ეს კონტრაბანდაა, რადგანაც
შავი
ზღვა არაფერს გაგატანს,
შენ თუ არ წაიღე ძალით.

და მომაქვს იმედით, ლურჯები,
სანამ აქ ცას ვწვდებით თავ-თავით,
ეს ოდაბადეა ბარდაგი,
ამით
ვართ, ქარების ქარავანს
ვერაფერს დააკლებ ქარით.

ვერაფერს დააკლებ ქარით
თუკი არ წაიღე ძალით.


***
ადრე ყველაფერს ვიმახსოვრებდი,
ბედით თუ ბნედით
გამოწვეული სნეულებით,
კეთრით თუ თეთრი
სისხლით, თუ ჰემატოლოგიურ
სხვა შემთხვევებით,
თუ როგორც არის, სახელებში
კრეძო და კრებით.
ხან ძნებით ჩნდები, ხან ბნელდები
და ისევ ჩნდები,
იკვრება წრედი და გვენთება
თვალები - დენთი,
ვფეთქდებით - ვქრებით, მერე ისევ
ვჩნდებით - ვფეთქდებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები