რატომ აგროვებ გემებს, მარიამ? ზღვები შორია, ვეღარ ჩაწვები შენს თბილ საწოლში—სხვაგან არიან, და, ძველებურად, შენი ღაწვები
წითლდება მხოლოდ, სხვა ვერაფერი. გზები შორია, თბილი საწოლი გაცივდა ისე, ვერ მოიფარე, რომ თეთრ მკლავებზე აწონ-დაწონო, ვინ შეიფარო.
და, ძველებურად, მხოლოდ ღაწვები გაგიწითლდება, და ჩუმ ამბორებს იმ თბილ საწოლში, თუ ვერ ჩაწვები, ზღვა თუ შორია და ვერ აგონებ... მარიამ, გემებს რატომ აგროვებ ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ზედმეტი არ არის :) მადლობა, ვანანო :) ზედმეტი არ არის :) მადლობა, ვანანო :)
3. "ვინ შეიფარო"-ზედმეტია, მომეწონა აზრი და რითმა :) 3ქ "ვინ შეიფარო"-ზედმეტია, მომეწონა აზრი და რითმა :) 3ქ
2. ძალიან დიდი მადლობა, ჯონათან. ძალიან დიდი მადლობა, ჯონათან.
1. რა მშვენიერი სტრუქტურა აქვს ლექსს, ემოციური აქცენტებიც.
თითქოს რაღაც მეცნო : ) რა მშვენიერი სტრუქტურა აქვს ლექსს, ემოციური აქცენტებიც.
თითქოს რაღაც მეცნო : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|