 | ავტორი: ტინელი ჟანრი: პოეზია 14 ნოემბერი, 2025 |
- გეძებდი... - ვიცი. - დიდხანს გეძებდი... დუმილი ცივი. - მენატრებოდი... - მე კი სულ არა. სახის კანი აქვს მკრთალი და ცივი, ვით მარმარილო გაბზარულ კედლის. - მიყვარხარ ძლიერ... - მე სულაც არა. - წავიდე, აბა? - ან რად მოხვედი? - მენატრებოდი. - აკი გითხარი, მე სულაც არა. - პატიებას გთხოვ... პაუზა გრძელი, მძიმე და მწველი. - მე წავალ მაშინ... - უკვე წახვედი დიდი ხნის უკან. - მიყვარხარ ძლიერ... - ეგ სულ ერთია. კვლავ სუსხიანი უბერავს ქარი, ცივა საშინლად, იმასაც სცივა. არ ვიხდი ქურთუკს, რომ მოვახურო, როგორც ოდესღაც, დიდი ხნის წინათ... ცივ საყელოში ჩავქინდრე თავი, ავყევი კიბეს. გავჩერდი მკვეთრად, ნელა დავბრუნდი იმ ხიდის ყურთან. თუჯის ჯებირთან დგას და კანკალებს, ქარი აწვალებს ლაბადის კალთებს, გაშლილ კულულებს. დგას გათოშილი, -საოცრად სუსტი. მოგონებები მაწუხებს მძაფრი, ჩახუტებულს რომ ვათბობდი მაშინ, ჰო, აი მაშინ, დიდი ხნის წინათ. დავეშვი ქვემოთ, მივდივარ მაგრამ არ ვიცი საით, არ ვიცი საით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. თვითმფრინავის ბოლო რიგში, ფანჯარასთან მიყუჟულს მომაწვა ერთბაშად, ამაზე უკეთ არ გამოვიდა ასე ერთი ხელის მოსმით ბლოკნოტის ყდაზე მინაჯღაბნი თვითმფრინავის ბოლო რიგში, ფანჯარასთან მიყუჟულს მომაწვა ერთბაშად, ამაზე უკეთ არ გამოვიდა ასე ერთი ხელის მოსმით ბლოკნოტის ყდაზე მინაჯღაბნი
3. ბევრი რამ მაგონდება, მაგრამ ვერ ვპოეტობ.
მოგონებები მაწუხებს მძაფრი, ჩახუტებულს რომ ვათბობდი მაშინ,
ნეტავ იმ დროს, ნეტავ იმ დროს . ლექსი მომეწონა. ბევრი რამ მაგონდება, მაგრამ ვერ ვპოეტობ.
მოგონებები მაწუხებს მძაფრი, ჩახუტებულს რომ ვათბობდი მაშინ,
ნეტავ იმ დროს, ნეტავ იმ დროს . ლექსი მომეწონა.
2. ხომ არაფერი გაგონდებათ? მე -ბევრი რამ, გახსენება რომ მიმძიმს... ხომ არაფერი გაგონდებათ? მე -ბევრი რამ, გახსენება რომ მიმძიმს...
1. კადრებად დალაგდა სტრიქონები...
კადრებად დალაგდა სტრიქონები...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|