რა კარგი იყო.რა კარგი . გახსოვს ის ღამე. Bacardi. რამდენჯერ გამახსენდები , პირში ლუკმა არ გადამდის . იმის მერე ვარ მთვრალი...მთვრა... რაც ჩემში შემოქაქანდი. მთვარე ღრუბლებზე დაიმტვრა, მეც გზა მერევა...აქამდე ყველა პატარა ბაღში თუ მიწისქვეშაში ჩასვლისას მომაგონდები . მაშინვე ფულს მოვიძიებ სასმლისას. დავთვრები -ავაწიოკებ აღმართებს ვერა- ვაკისას. წამოვიტკიებ იოგებს. ლოდი ვარ დევდორაკისა მკერდიდან დაგორებული . კლდის გულმაც მომისაკლისა. თერგივით გააქვს ღრიალი ჩემი მგლის მუხლის საკისარს . ცხრა ხევი გადმოვიარე , სად მიიმალე , სად წახველ? დამდის ცრემლები თქრიალით , როგორც ბადაგი საწნახელს . შავწვერა სვანო ეფრემო, ბეჩაო ხევსურთ ბერდია , ტყვიას არ გესვრით, თქვენფრები ლექსებით დამიბრედია . აწი, თქვენც მიცანთ! ქალაქში ... ჩემი სახელი იციან - სადაც ისურვებთ ,დამიხვდით ზემო იმერელ ტიციანს . რა კარგი იყო.რა კარგი . გახსოვს ის ღამე. Bacardi. მე ვწუხვარ, შენ რომ დაგკარგე, შენ ხარობ ჩემი დაკარგვით . მივალ მივყვები გზაწვრილებს . შენს ლანდს სახლამდე ვაცილებ . რა მოგცე , მარტო დარდი მაქვს , თუ გინდა გაგინაწილებ . აი,ბოლოს მეც დავნებდი . მადლობა ყველა გამრიყავს ! შენ როგორ შეგიყვარებდი , მე ჩემი თავი არ მიყვარს .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რა მოგცე , მარტო დარდი მაქვს , თუ გინდა გაგინაწილებ ვაუუუუ საოცრებაა... რა მოგცე , მარტო დარდი მაქვს , თუ გინდა გაგინაწილებ ვაუუუუ საოცრებაა...
2. "სასმლისას"- რა უცხო ჟღერადობა აქვს ამ სიტყვის ამ ფორმას :)
"სასმლისას"- რა უცხო ჟღერადობა აქვს ამ სიტყვის ამ ფორმას :)
1. ძალიან, ძალიან მომეწონა. ძალიან, ძალიან მომეწონა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|