. =განთიადი=-ბორის პასტერნაკი=== შენ. იყავ ჩემი სამყარო, მერე,ვიწყევლე თავბედი, როდესაც ომმა გაგვყარა, როცა, შენს გზა-კვალს დავდევდი. ამდენი წელი გავიდა, კვლავ, შემაშფოთა შენმა ხმამ, ანდერძს გავეცან ღამით და სიცოცხლის სიმი შემერხა. მსურს ,ბრბოს სიგიჟეს ავეწყო, აურზაური ტანთ მეცვას, რომ ყველაფერი დავლეწო, რომ ყველა მუხლზე დაეცეს! კიბეზე ისე დავეშვი, თითქოს, პირველად ვნახე მზე, თოვლით დაბურულ ქუჩებში და დაცლილ ტროტუარებზე. ყველა ცეცხლს ანთებს , ჩაის სვამს, იჩქარის - ტრამვაისაკენ , ქალაქი წუთში იქცა სხვად, მიიღო სხვა იერსახე . კარიბჭეს უქსოვს ქარი ქსელს., ფიფქებით, ცით დაშვებულით, მიიჩქარიან შინისკენ მწყურვალნი,მოშიებულნი. მათ მიმართ ვარ თანაგრძნობით, ცრემლმა ჩემს სულშიც იდინა, მეც მათთან ვდნები, ვით თოვლი, წარბებს ვიჭმუხნი, ვით დილა. უსახურ ქალთა და კაცთა შემომესია კრებული. და ყველამ რომ დამამარცხა, ამით ვარ გამარჯვებული. Ты значил все в моей судьбе. Потом пришла война, разруха, И долго-долго о тебе Ни слуху не было, ни духу. И через много-много лет Твой голос вновь меня встревожил. Всю ночь читал я Твой Завет И как от обморока ожил. Мне к людям хочется, в толпу, В их утреннее оживленье. Я все готов разнесть в щепу И всех поставить на колени. И я по лестнице бегу, Как будто выхожу впервые На эти улицы в снегу И вымершие мостовые. Везде встают, огни, уют, Пьют чай, торопятся к трамваям. В теченье нескольких минут Вид города неузнаваем. В воротах вьюга вяжет сеть Из густо падающих хлопьев, И, чтобы вовремя поспеть, Все мчатся, недоев-недопив. Я чувствую за них за всех, Как будто побывал в их шкуре, Я таю сам, как тает снег, Я сам, как утро, брови хмурю. Со мною люди без имен, Деревья, дети, домоседы. Я ими всеми побежден, И только в том моя победа.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი შესრულებაა კარგი შესრულებაა
1. მომეწონა.მიხარია რომ გამოჩნდი. მომეწონა.მიხარია რომ გამოჩნდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|