 | ავტორი: ელენა0101 ჟანრი: პოეზია 7 თებერვალი, 2026 |
არ მიყვარს ყვავილები - გვირილის რა ბრალია, თუკი მე ცხოვრებამ ვერ გამაყვავილა, მიყურებ გაკვირვებით, - "ქალი ხომ ქალია, ნუთუ თაიგულმა არ გაახალისა?!" მე მარქმევ უცნაურს და უბის წიგნაკში, არეულ-დარეულს მივაწერ სტრიქონებს, მაინც კაცი ხარ და ვერ ამოგიხსნია ფიქრობ, ტრაგედიას ლექსივით იგონებს... არ მიყვარს ყვავილები -ფერების ტრიალში, ტილოზე ჩამოვუშვი ფუნჯი ვით ანკესი, ქალი ხომ ქალია, მიცქერი თვალებში, ამ სულის სიღრმის კი არადა არ გესმის...
მიყვარდა ყვავილები, ვეტრფოდი გაზაფხულებს, გვირილას დავაცალე ფოთლები ნაპირთან, არ მინდა ყვავილები - იმედებს დაზაფრულებს, სულ ეყვარებიო - ტყუილად დაპირდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. :) კი, ქალი მართლაც კარგია :) კი, ქალი მართლაც კარგია
5. ოხ რა ქალია :D :) ოხ რა ქალია :D :)
4. მადლობა ელადა, რომ კითხულობთ❤️ მადლობა ელადა, რომ კითხულობთ❤️
3. ძალიან ქალური, სათქმელიც კარგად მოიტანა გულამდე ძალიან ქალური, სათქმელიც კარგად მოიტანა გულამდე
2. ნინო, მადლობა შეფასებისთვის ❤️ ნინო, მადლობა შეფასებისთვის ❤️
1. ფუნჯის მერე - მძიმე. ნაკლებგაცვეთილი რიტმი შეურჩევია ავტორს და კარგად მუშაობს. თუმცა შინაარსი მეტ სიახლეს მოიხდენდა. რითმებიც კარგია, ახლა დაზაფრული/ გაზაფხული - ნამეტანი ტრივიალურია, მაგრამ რომელმა გონიერმა თქვა, რომ ლექსში ყველაფერი ორიგინალური უნდა იყოს? ისე, ფინალს უფრო ეფექტურს ველოდი.
+1 ფუნჯის მერე - მძიმე. ნაკლებგაცვეთილი რიტმი შეურჩევია ავტორს და კარგად მუშაობს. თუმცა შინაარსი მეტ სიახლეს მოიხდენდა. რითმებიც კარგია, ახლა დაზაფრული/ გაზაფხული - ნამეტანი ტრივიალურია, მაგრამ რომელმა გონიერმა თქვა, რომ ლექსში ყველაფერი ორიგინალური უნდა იყოს? ისე, ფინალს უფრო ეფექტურს ველოდი.
+1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|